ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალისია ალონსო (ესპ. .Alicia Alonso;  დაბ. ალისია ერნესტინა დე ლა კარიდად დელ კობრე მარტინეს დელ ოიო ,  ესპ. Alicia Ernestina de la Caridad del Cobre Martínez del Hoyo დ. 21 დეკემბერი, 1920, ჰავანა, კუბა — გ. 17 ოქტომბერი, 2019, იქვე)—კუბელი ბალერინა, ქორეოგრაფი და მასწავლებელი, რომელმაც საფუძველი დაუდო კუბის ეროვნულ ბალეტს. (ესპ. Ballet Nacional de Cuba).[1]

ალისია ალონსო

ალისია ალონსო-1960 წლის იანვარი
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი 1920
ჰავანა, კუბა
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 2019 (98 წლის)
ჰავანა, კუბა
მოქალაქეობა კუბის დროშა კუბა
პროფესია ბალერინა, ბალეტმეისტერი, ბალეტის პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალისიას მშობლები ესპანეთიდან იყვნენ. მამა არმიის ოფიცერი გახლდათ.  ოჯახი კი საშუალო ფენას ეკუთვნოდა.ოთხი შვილიდან უმცროსმა ალისიამ  კლასიკური ცეკვის შესწავლა დაიწყო 1931 წლის ივნისში ჰავანას მუსიკალური ხელოვნების საზოგადოების  (Sociedad Pro-Arte Musical) საბალეტო სკოლაში. გოგონას პირველი მასწავლებელი იყო რუსი ემიგრანტი ნიკოლაი იავორსკი. მისი საბალეტო დებიუტი შედგა 1931 წლის 29 დეკემბერს, მუსიკალური ხელოვნების საზოგადოების საბალეტო სკოლის სტუდენტების სადემონსტრაციო კონცერტზე. ამასთან, მისი ნამდვილად სერიოზული დებიუტი იყო ლურჯი ჩიტის სოლო პარტია  პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტში „მძინარე მზეთუნახავი“, რომლის დადგმა განახორციელა ნიკოლაი იავორსკიმ ჰავანის თეატრ „აუდიტორიუმის“ სცენაზე, 1932 წლის 26 ოქტომბერს.[2][3]

 
ალისია ალონსო 1955 წელი

თხუთმეტი წლის ასაკში მან იქორწინა კუბელ მოცეკვავესა და ბალეტის მასწავლებელზე ფერნანდო ალონსოზე ( ესპ. Fernando Alonso Rayneri). 1938 წელს წყვილს შეეძინა ქალიშვილი ლორა. ალისია სწავლობდა ნიუ-იორკსა და ლონდონში.  ცხრამეტი წლის ასაკში მან ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა, რაც შემდეგ მხოლოდ გაუარესდა (სიბერისთვის ბალერინა სრულიად დაბრმავდა). 1939-1940 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის საბალეტო თეატრის შექმნაში. 1943 წლიდან იგი გახდა მისი წამყვანი არტისტი.[4][5]

1943 წლის 2 ნოემბერს მან შეცვალა ალისია მარკოვა ჟიზელის როლში. ამ როლის შესრულებით მოპოვებულმა ტრიუმფმა ბალერინას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. იგი მუშაობდა ჯორჯ ბალანჩინთან, და სხვა ცნობილ დამდგმელ-ქორეოგრაფებთან. სცენაზე მუდმივად იგორ იუშკევიჩთან ერთადგამოდიოდა.

1948 წელს მან შექმნა საკუთარი საბალეტო კომპანია კუბაში Ballet Alicia Alonso (ალისია ალონსოს ბალეტი), რაც შემდგომში გახდა კუბის ეროვნული ბალეტის (Ballet Nacional de Cuba) შექმნის საფუძველი.

 
ჰავანას დიდი თეატრი „ალისია ალონსო“

1955-1959 წლებში, ბატისტას დიქტატორული რეჟიმის გამო ბალერინა იძულებული გახდა კუბა დაეტოვებინა. იგი ცეკვავდა მონტე კარლოს რუსულ ბალეტში. 1957-1958 წლებში გამოდიოდა  დიდი თეატრისა და კიროვის თეატრის სცენებზე.  ასრულებდა სხვადასხვა როლებს კლასიკური ბალეტის რეპერტუარიდან ევროპის, აზიისა და ამერიკის თეატრებში.[6]

1959 წელს, კუბის რევოლუციის  შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა.[7]

ცუდი მხედველობის მიუხედავად, მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით, ალისია ალონსო ერთ-ერთი გამორჩეული ბალერინა იყო მსოფლიოში. ხანგრძლიბვი სასცენო მოღვაწეობა  მისაბაძი მაგალითი გახდა შემდგომი თაობების ბალერინებისათვის.[8]

1977 წელს  ბალერინის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ალისია“ ( ესპ. Alicia) გადაიღო მანუელ დუშესნე კუსანმა.

ალისია ალონსო გარდაიცვალა 2019 წლის 17 ოქტომბერს 98 წლის ასაკში.[9][10]

„ალისია ალონსომ დაგვტოვა და დატოვა უზარმაზარი სიცარიელე, მაგრამ ასევე უნიკალური მემკვიდრეობა“ — თქვა პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, „მისი წყალობით, კუბა გახდა ბალეტის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში. გმადლობთ, ალისია, თქვენი თავდადებული შრომისთვის“.

თეატრალური ორგანიზატორი

რედაქტირება

1948 წელს მან დააარსა კუბის ეროვნული ბალეტი.

აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • De Gamez T. Alicia Alonso at home and abroad. New York: Citadel Press, 1971
  • Siegel B. Alicia Alonso: the story of a ballerina. New York: F. Warne, 1979
  • Arnold S.M. Alicia Alonso: first lady of the ballet. New York: Walker and Co., 1993
  • Maragoto Suárez J.M. Alicia Alonso: reto del devenir. La Habana: Editora Política, 2009

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. Alicia Alonso, la "prima ballerina" latinoamericana, cumple 90 años". elimparcial.es (ესპანურ ენაზე). Retrieved 12 April 2019.
  2. Mary Clarke and David Vaughan (eds) 1977. The encyclopedia of dance & ballet. Pitmans, London. p. 16.
  3. Alicia Alonso (Cuban dancer), Britannica Online Encyclopedia Archived 29 April 2010 at the Wayback Machine
  4. Marcos R. El ballet en Cuba a través de Pro-Arte, Pro-Arte Musical, La Habana, mayo 1953, No 1 – p. 39. (ესპანურ ენაზე)
  5. "ALICIA ALONSO: mini biography". cuba-famous.com. Retrieved 30 October 2017.
  6. "BBC World Service - Witness, The First Lady of Cuban Ballet". BBC. 28 October 2015. Retrieved 22 December2018.
  7. Alice O'Keeffe, "The reality behind the revolution - Cuba's communist rebirth gave Tomas Gutiérrez Alea the freedom to make the films he wanted - then he started to show the cracks in Castro's dream",[მკვდარი ბმული] guardian.co.uk, 26 June 2008; accessed 5 May 2014.
  8. "Cuba's Alicia Alonso: An International Ballet Legend". დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine. Panoramas. 30 September 2016. Retrieved 22 December 2018.
  9. "Ballet dancer Alicia Alonso dies aged 98". BBC News. 17 October 2019. Retrieved 18 October 2019.
  10. Levin, Jordan (17 October 2019). "'A genius of dance.' Cuban ballet icon Alicia Alonso dies at age 98". Miami Herald. Retrieved 18 October 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალისია_ალონსო“-დან