ალექსანდრე პეჩერსკი
ალექსანდრე პეჩერსკი ( დ. 22 თებერვალი, 1909, კრემენჩუგი, რუსეთის იმპერია - 19 იანვარი , 1990, დონის როსტოვი, რსფსრ, სსრკ ) — წითელი არმიის ოფიცერი ( ტექნიკოსი-ინდენტანტი ), დიდი სამამულო ომის მონაწილე, ერთადერთი წარმატებული აჯანყების ორგანიზატორი გერმანიის სიკვდილის ბანაკ სობიბორში 1943 წლის 14 ოქტომბერს. [4]
ალექსანდრე პეჩერსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1909[1] [2] |
დაბადების ადგილი | კრემენჩუკი[3] |
გარდაცვალების თარიღი | 19 იანვარი, 1990[1] [2] |
გარდაცვალების ადგილი | დონის როსტოვი[3] |
ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი |
წოდება | ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი და დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები | მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, Order of Courage და Knight of the Order of Merit of the Republic of Poland |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1909 წლის 22 თებერვალს კრემენჩუგში ებრაულ ოჯახში. მამა, არონ პეჩერსკი იყო სისხლისსამართლის საქმეთა ადვოკატის თანაშემწე, დედა — სოფია — დიასახლისი. 1915 წელს მშობლებთან ერთად დონის როსტოვში გადავიდა საცხოვრებლად. ჰყავდა ძმა კონსტანტინე (1907), დები ფაინა (1906) და ზინაიდა (1921). 1931-1933 წლებში მსახურობდა ჯარში. მუშაობდა ელექტრიკოსად ორთქლის ლოკომოტივის სარემონტო ქარხანაში, დაამთავრა უნივერსიტეტი და მართავდა სამოყვარულო სპექტაკლებს. 1936 წლიდან მუშაობდა როსტოვის საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში სამეურნეო ნაწილის ინსპექტორად.
ომის დასაწყისი
რედაქტირება1941 წლის 22 ივნისს , დიდი სამამულო ომის დაწყების პირველივე დღეს პეჩერსკი გაიწვიეს ჯარში. იგი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში. 1941 წლის სექტემბერში მას მიენიჭა მე-2 რანგის კვარტმაისტერი ტექნიკოსის სამხედრო წოდება, (შეესაბამებოდა ლეიტენანტის სამხედრო წოდებას) და მსახურობდა მე-19 არმიის 596-ე სამოქალაქო ავიაციის პოლკში. ზოგიერთი ცნობით, მან დაჭრილი მეთაური გამოიყვანა ალყიდან.
ტყვეობა
რედაქტირება1941 წლის ოქტომბერში ვიაზმასთან ალყაში მოხვდა, სადაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. გადაიტანა ტიფი, მაგრამ გადარჩა.
1942 წლის მაისში მან ოთხ პატიმართან ერთად ტყვეობიდან გაქცევა სცადა. გაქცევა ვერ მოხერხდა და გაქცეულები გაგზავნეს ბორისოვოს სასჯელაღსრულების ბანაკში, ხოლო იქიდან — მინსკში .
თავდაპირველად პეჩერსკი ქალაქგარეთ ე.წ „ტყის ბანაკში“ აღმოჩნდა. შემდეგ სამედიცინო შემოწმების დროს მცველებმა გაარკვიეს პეჩერსკის ებრაული წარმომავლობა და სხვა ებრაელ სამხედრო ტყვეებთან ერთად მოათავსეს სარდაფში, რომელსაც "ებრაულ სარდაფს" უწოდებდნენ. ტყვეებმა იქ ათი დღე სრულ სიბნელეში გაატარეს.
1942 წლის 20 აგვისტოს პეჩერსკი გაგზავნეს მინსკის SS „შრომის ბანაკში“ მინსკში, შიროკაიას ქუჩაზე. ამ ბანაკში იმყოფებოდნენ ხუთასამდე ებრაელი მინსკის გეტოდან და ებრაელი სამხედრო ტყვეები.
1943 წლის 18 სექტემბერს, ებრაელი პატიმრების ჯგუფთან ერთად პეჩერსკი გაგზავნეს სობიბორის სიკცდილის ბანაკში, სადაც ჩავიდა 23 სექტემბერს. იქ გახდა პატიმრების აჯანყების ორგანიზატორი და ლიდერი.
სობიბორის აჯანყება
რედაქტირება1943 წლის 14 ოქტომბერს სიკვდილის ბანაკის პატიმრები აჯანყდნენ. პეჩერსკის გეგმის მიხედვით, პატიმრებს უნდა ფარულად და სათითაოდ გაენადგურებინათ ბანაკის პერსონალი, შემდეგ კი, ხელში ჩაეგდოთ ბანაკის საწყობში მდებარე იარაღი და მოეკლათ მცველები. გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმატებული — აჯანყებულებმა შეძლეს ბანაკის პერსონალის 12 SS კაცის მოკვლა, მაგრამ იარაღის საწყობის დაუფლება ვერ მოახერხეს. მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს პატიმრებს და ისინი იძულებულნი გახდნენ ბანაკიდან დანაღმული ველების გავლით გაქცეულიყვნენ. ისინი დაუსხლტნენ მცველებს და ტყეში შევიდნენ.
შრომის ბანაკში მყოფი 550-მდე პატიმრიდან 130-მა არ მიიღო მონაწილეობა აჯანყებაში (დარჩა ბანაკში), 80-მდე გარდაიცვალა გაქცევის დროს, ხოლო 170 დაიჭირეს გერმანელებმა ფართომასშტაბიანი ჩხრეკის დროს. ყველა, ვინც ბანაკში დარჩა და გაქცევის შემდეგ დაიჭირეს, ნაცისტებმა მოკლეს. 1943 წლის ნოემბრიდან პოლონეთის განთავისუფლებამდე სობიბორის კიდევ 90 ყოფილი პატიმარი (ისინი, ვინც ვერ დაიჭირეს) ადგილობრივმა მოსახლეობამ გადასცა გერმანელებს ან მოკლეს კოლაბორაციონისტებმა.
ომის დასრულებამდე გადარჩა აჯანყების მხოლოდ 42 მონაწილე. [5]
აჯანყების შემდეგ
რედაქტირებაპეჩერსკიმ ყოფილი საბჭოთა სამხედრო ტყვეებიდან რვა ებრაელი ჩაიყვანა ბელარუსში, სადაც ისინი შეუერთდნენ პარტიზანულ რაზმებს. 1943 წლის 22 ოქტომბერს ალექსანდრე პეჩერსკი და რამდენიმე თანამებრძოლი შეუერთდნენ შჩორსის პარტიზანულ რაზმს, სადაც ის იბრძოდა, სანამ საბჭოთა ჯარებმა არ გაათავისუფლეს ბელარუსი. დანარჩენები ფრუნზეს რაზმში მოხვდნენ. პარტიზანულ რაზმში ყოფნისას ალექსანდრე პეჩერსკიმ საბრძოლო ჯგუფთან ერთად ორი გერმანული ეშელონი რელსებიდან გადააგდო.
წითელი არმიის ნაწილებთან გაერთიანების შემდეგ პეჩერსკი დააპატიმრეს და გაგზავნეს თავდამსხმელ მსროლელთა ბატალიონში. [4]
პეჩერსკის მიერ მოყოლილმა ამბავმა სობიბორის შესახებ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბატალიონის მეთაურ ანდრეევზე, რომ აკრძალვის მიუხედავად, ნება დართო პეჩერსკის წასულიყო მოსკოვში „ნაცისტური დამპყრობლების და მათი თანამზრახველების მიერ ჩადენილ სისასტიკეთა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ”
კომისიაში მოსმენილი პეჩერსკის ნაამბობის საფუძველზე მწერლებმა პაველ ანტოკოლსკიმ და ვენიამინ კავერინმა გამოაქვეყნეს ნარკვევი „აჯანყება სობიბორში.“ [6] ომის შემდეგ ხსენებული ნარკვევი შევიდა მსოფლიოში ცნობილ კრებულში „ შავი წიგნი.“ [7] 1947 წელს სსრკ- ში ცენზურის გამო კრებულის გამოცემა აიკრძალა. პირველად გამოიცა რუსეთში 2015 წელს.
მე-15 თავდასხმის ბატალიონის რიგებში 1-ლი ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში ბრძოლისას 1944 წლის 20 აგვისტოს ქალაქ ბაუსკზე თავდასხმის დროს, პეჩერსკი ნაღმის ფრაგმენტით ბარძაყში დაიჭრა და ჰოსპიტლებში ოთხთვიანი მკურნალობის მიუხედავად დაინვალიდდა. მოსკოვის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში პეჩერსკიმ გაიცნო თავისი მეორე ცოლი ოლგა კოტოვა.
ომის შემდეგ
რედაქტირებაომის დასრულების შემდეგ ალექსანდრე პეჩერსკი დაბრუნდა დონის როსტოვში, სადაც ომამდე ცხოვრობდა. მუშაობდა მუსიკალური კომედიის თეატრში ადმინისტრატორად. 1945 წელს მან დაწერა მემუარების წიგნი სობიბორის აჯანყების შესახებ. [8]
ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის, 1949 წლის 19 მაისს ალექსანდრე პეჩერსკი იყო წარდგენილი სამამულო ომის II ხარისხის ორდენზე, მაგრამ 1949 წლის 10 ივნისს როსტოვის რეგიონალურმა სამხედრო კომისარმა, გენერალ-მაიორმა საფონოვმა ჯილდო ჩაანაცვლა მედლით „სამხედრო დამსახურებისთვის.“ [9]
1948 წელს, ეგრეთ წოდებული „კოსმოპოლიტების წინააღმდეგ ბრძოლის“ გამართული პოლიტიკური კამპანიის დროს, პეჩერსკი გაათავისუფლეს თეატრიდან. ამის შემდეგ მან ხუთი წელი ვერ იპოვა სამსახური და მეუღლეზე გახდა დამოკიდებული. 1954 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, პეჩერსკიმ მოახერხა დასაქმება როსმეტიზის ქარხანაში, კარკასის ცეხის ოსტატის რანგში. [10] 1960 წლიდან გახდა ბრიგადირი.
1963 წელს ალექსანდრე პეჩერსკი გამოვიდა ბრალდების მოწმედ თერთმეტი მცველის სასამართლო პროცესზე. იგი აწარმოებდა აქტიურ მიმოწერას აჯანყების მონაწილეებთან, ჟურნალისტებთან, ისტორიკოსებთან.
ალექსანდრე პეჩერსკი გარდაიცვალა 1990 წლის 19 იანვარს. დაკრძალეს დონის როსტოვში ჩრდილოეთის სასაფლაოზე.
ოჯახი
რედაქტირება- პირველი ცოლი (1913-1945) — ლუდმილა ზამილაცკაია.
- ქალიშვილი — ელეონორა გრინევიჩი (1934-2021). [11] [12] შვილიშვილ ნატალია ლადიჩენკოსთან ერთად ცხოვრობდა დონის როსტოვში.
- მეორე ცოლი (1945 წლიდან) — ოლგა კოტოვა.
- მამა გარდაიცვალა როსტოვში 1941 წელს; დედა სოფია პეჩერსკაია ქალიშვილებთან ერთად იქნა ევაკუირებული. ომის შემდეგ როსტოვში დაბრუნდნენ. ძმა —კონსტანტინე, მსახურობდა მოქმედ ჯარში.
საერთაშორისო აღიარება
რედაქტირებასობიბორის სიკვდილის ბანაკის ისტორია ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ბრალდებების ნაწილი გახდა. საერთაშორისო ტრიბუნალს სურდა პეჩერსკის მოწმედ ეხილა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ის გერმანიაში არ გაუშვა. [13]
სობიბორის ბანაკისა და იქ აჯანყების შესახებ არაერთი წიგნი დაიწერა. [14] თავად პეჩერსკიმ 1945 წელს გამოსცა მემუარების წიგნი „აჯანყება სობიბორის ბანაკში,“ რომელიც გამოიცა რუსულად და მოგვიანებით ითარგმნა იდიშზე (პეჩერსკი არფლობდა იდიშს), [15] მემუარების სხვა ვერსია გამოქვეყნდა მოსკოვის ჟურნალში „სოვეტიშ გეიმლენდი,“ No12, 1973 .
1987 წელს დიდ ბრიტანეთში (იუგოსლავიის მონაწილეობით) რეჟისორმა ჯეკ გოლდმა რიჩარდ რასკეს წიგნის მიხედვით გადაიღო ბლოკბასტერი „გაქცევა სობიბორიდან.“ მთავარი როლი — ალექსანდრე პეჩერსკი — შეასრულა რუტგერ ჰაუერმა და მიიღო ოქროს გლობუსი ჯარისკაცი საშას როლისთვის. თავად პეჩერსკი ვერ დაესწრო ფილმის პრემიერას. მოგვიანებით, პეჩერსკის ქვრივმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ სურდა მათთვის საბუთების გაცემა შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად.
2018 წლის 3 მაისს რუსეთში გამოვიდა მხატვრული ფილმი „ სობიბორი“ (რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი კონსტანტინე ხაბენსკი ). 2018 წლის 2 თებერვალს ბუნდესტაგში აჩვენეს ფილმის ფრაგმენტი. [16]
ხსოვნა
რედაქტირებასაბჭოთა პერიოდში პეჩერსკის არ მიუღია ჯილდო სობიბორში გაწეული გმირობისთვის. მისი ხსოვნა მხოლოდ 21-ე საუკუნეში უკვდავყვეს. 2007 წელს მემორიალური დაფა გამოჩნდა სახლის ფასადზე, სადაც პეჩერსკი ცხოვრობდა.
2011 წელს ისრაელში შეიქმნა „ალექსანდრე პეჩერსკის ხსოვნის ფონდი.“ [17] [18] საინიციატივო ჯგუფმა მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს პეჩერსკის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭების ინიციატივით. [19] [20] დონის როსტოვის მაცხოვრებლებმა წამოაყენეს წინადადება პეჩერკისთვის რუსეთის გმირის წოდების მინიჭების შესახებ. [21]
2012 წლის 16 ოქტომბერს თელ-ავივში პეჩერსკის ძეგლი გაიხსნა [22] [23] . 2014 წლის 25 მაისს დონის-როსტოვში გაიმართა პეჩერსკის პირადი ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი გალა ღონისძიება, [24] ხოლო 2018 წლის 24 აპრილს იმავე ქალაქში გაიხსნა პეჩერსკის ძეგლი. [25]
აეროფლოტის ავიახაზების Boeing 737 თვითმფრინავი (რეგისტრაციის VP-BMD) ატარებს ა. პეჩერსკის სახელს. [26]
პეჩერსკის სახელს ატარებენ ქუჩები რუსეთისა და ისრაელის რიგ ქალაქებში: დონის როსტოვში, მოსკოვში [27] და საფედში. [28]
2016 წელს პეჩერსკი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სიმამაცის ორდენით. [29]
-
მემორიალური დაფა სახლზე, სადაც ალექსანდრე პეჩერსკი ცხოვრობდა
-
ძეგლი თელ-ავივში დაიანის ქუჩაზე
-
ძეგლი პეჩერსკის საფლავზე დონის როსტოვში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 TracesOfWar
- ↑ 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1043511180 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 4.0 4.1 Собибор 2008.
- ↑ Survivors of the revolt. Nederlands Instituut voor Oorlogsdocumentatie. ციტირების თარიღი: 2022-08-24
- ↑ Журнал «Знамя», 1945, № 4.
- ↑ Черная Книга. Под ред. В. Гроссмана и И. Эренбурга. МИП «Обериг» Киев.- 1991
- ↑ В 2012 году эта книга была переиздана издательством «Гешарим/Мосты культуры».
- ↑ Общедоступный электронный банк документов «Подвиг Народа в Великой Отечественной войне 1941-1945 гг.». ციტირების თარიღი: 2013-10-22
- ↑ Характеристика на Печерского А. А. Литературный архив Михаила Льва, Мемориальный Музей Холокоста, Вашингтон, кор. 2 дело 1
- ↑ Лев Симкин Послесловие к книге Александра Печерского «Восстание в Собиборском лагере». ციტირების თარიღი: 2018-05-07
- ↑ «Собибор»: история настоящего героя Александра Печерского. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-08. ციტირების თარიღი: 2018-05-07
- ↑ "СОБИБОР": КАК ВСЕ БЫЛО НА САМОМ ДЕЛЕ. ციტირების თარიღი: 2021-12-16
- ↑ Михаил Лев «Длинные тени» (на русском, перевод с идиша).
- ↑ Печерский А. А. Восстание в Собибуровском лагере. Ростов н/Д: Ростиздат, 1945; Дэр уфштанд ин Собибур — Восстание в Собиборе, идиш. Москва: издательство «Дэр эмэс» (Правда), 1946. Тираж 12 тысяч экземпляров (полный текст)
- ↑ „В бундестаге показали фрагмент российского фильма «Собибор»“. РИА Новости. 2018-02-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-04. ციტირების თარიღი: 2018-02-04.
- ↑ Фонд Александра Печерского. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-25. ციტირების თარიღი: 2018-04-24
- ↑ Визит Владимира Путина в Израиль обещает пройти без проблем. ციტირების თარიღი: 2016-04-03
- ↑ Александр Печерский: возвращение подвига. ციტირების თარიღი: 2016-04-03
- ↑ Памяти героев Собибора. ციტირების თარიღი: 2016-04-03
- ↑ Общественники предлагают присвоить ростовчанину звание Героя России. ციტირების თარიღი: 2013-11-01
- ↑ В Израиле открыт памятник офицеру Красной армии ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2012-10-16.
- ↑ ЗАБЫТОЕ ВОССТАНИЕ ЕВРЕЕВ В ЛАГЕРЕ СМЕРТИ СОБИБОР ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-11. ციტირების თარიღი: 2018-01-13.
- ↑ На сайте проекта «Проспект звёзд» ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-12. ციტირების თარიღი: 2014-08-22.
- ↑ В Ростове на Мечникова откроют памятник Александру Печерскому
- ↑ VP-BMD Aeroflot — Russian Airlines Boeing 737-8MC(WL). ციტირების თარიღი: 2019-09-06
- ↑ Столичным улицам присвоены имена Юрия Никулина и Мустая Карима. Официальный сайт мэра Москвы , 16.01.2018
- ↑ Виктор Жук. Забытый подвиг, «Совершенно секретно», № 11/234 от 10/2008
- ↑ Офицера-еврея Александра Печерского посмертно наградили орденом. ციტირების თარიღი: 2016-04-03