„ალგანი“ — დაცვისა და უსაფრთხოების კომპანია საქართველოში; დაარსდა 2004 წელს. საქმიანობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. კომპანია ერთ-ერთი ლიდერია უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მასშტაბით.

ალგანი
ტიპი კერძო კომპანია
დარგი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
დაფუძნდა 2004 წ.
დამაარსებელი ალექსანდრე გაგნიძე,
გრიგოლ ნემსაძე
სათავო ოფისი თბილისი
პროდუქცია დაცვისა და უსაფრთხოების სერვისი

კომპანია „ალგანი“ 2004 წელს დააარსეს ალექსანდრე გაგნიძემ და გრიგოლ ნემსაძემ. მცირე გუნდით დაწყებული საქმიანობა დღეს 1800-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, მცირე ინვესტიციით შექმნილი პატარა კომპანია დღეს ერთ-ერთ ინოვაციური და ლიდერი ბრენდია.[1] სახიფათო მოვლენების პრევენციისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება დაცვის კომპანიამ თანამედროვე ტენდენციებზე მუდმივი დაკვირვების შედეგად შეიძინა. კომპანია „ალგანმა“ 2009 წელს მიიღო კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია N000021. მალევე შეიერთა მსხვილი დაცვის კომპანიები „სეკურიტა“ და „დელტა“, ასევე სხვა რამდენიმე მცირე დაცვის სამსახური, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაფართოვდა და კონკურენტუნარიანი გახდა ქართულ ბაზარზე.

„ალგანი“ დღეს

რედაქტირება

ამ დროისთვის დაცვის კომპანია „ალგანის“ მომსახურებით სარგებლობს 5000-მდე მომხმარებელი. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება.

დაარსების დღიდან „ალგანი“ ემსახურება როგორც წამყვან კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს — მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგელებს. „ალგანის“ მომხმარებელთა სიაში არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიები.

ფილიალები

რედაქტირება

დაცვის კომპანია „ალგანი“ წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, ზუგდიდი, გორი, ხაშური, თელავი, ყვარელი, მარნეული, ახალციხე, ახალქალაქი და სხვა) და მომსახურების არეალს ყოველწრიულად აფართოებს.

კომპანია „ალგანის“ აღჭურვილობა და ტექნიკა წარმოადგენს მაღალი ხარისხის თანამედროვე სერვისებს და უახლეს ტექნიკას, რომლის უშუალო მომწოდებლები არიან:

  • კამერები — Cantonk (ჩინეთი), Dahua (ჩინეთი);
  • სიგნალიზაცია — DSC (კანადა), Teletek Electronics (ბულგარეთი) ;
  • სიგნალიზაციის მონიტორინგის სისტემა - KP Electronics System (ისრაელი);
  • სანავიგაციო ბლოკები — Systech (ტაივანი);

ჯილდოები

რედაქტირება

„ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების“ მიხედვით, კომპანია „ალგანი“ დასახელდა დარგის ლიდერად. 2017 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) პატრონაჟით ჩატარებული კვლევის შედეგად, უმწიკვლო ბიზნესრეპუტაციისთვის კომპანია „ალგანი“ 8 000 კანდიდატს შორის შეირჩა და დაჯილდოვდა სტატუსით „წლის საწარმო“ (enterprise of the year).

კომპანია

რედაქტირება

კომპანია „ალგანის“ მისიაა დაამკვიდროს პირადი და კორპორატიული უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები საქართველოში.

„ალგანის“ მიზანია კომპანიის განვითარება მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

მომსახურება

რედაქტირება
  • ცოცხალი ძალა
  • საგანგაშო ღილაკი
  • სიგნალიზაცია
  • ღონისძიების უსაფრთხოება
  • ტვირთის გაცილება
  • ვიდეო კონტროლი
  • GPS კონტროლი

ფასეულობები და პრინციპები

რედაქტირება
  • უსაფრთხოება — ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სტაბილური და საიმედო პარტნიორობა;
  • მრავალფეროვნება — მომსახურების უზრუნველყოფა უსაფრთხოების მიწოდების მრავალფეროვანი სერვისებით;
  • მომხმარებელზე ორიენტირება — ინდივიდის თუ ორგანიზაციის უსაფრთხოების საჭიროებებს მორგებული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ხარისხზე ორიენტაცია — საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მიწოდება;
  • ხელმისაწვდომობა — სერვისების ტერიტორიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მაღალ ხარისხთან ერთად, ფინანსურად ხელმისაწვდომი ფასები;
  • ინოვაციურობა — ინოვაციური სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით მომსახურების პროცესის მუდმივი განვითარება;
  • ოპერატიულობა — მოქნილი და სწრაფი რეაგირების სერვისები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება