ალბანიზაცია
ალბანიზაცია ან ალბანიანიზაცია — ალბანურ ენასთან ან კულტურასთან ასიმილაცია.
კოსოვო
რედაქტირებაალბანიზაციის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კოსოვოს მაგალითი.[1] ყოფილ იუგოსლავიაში ჩატარებული მოსახლეობის აღწერების დროს ბოშების და თურქების აღწერა ხდებოდა როგორც ალბანელების. მათი მუსლიმანური კულტურა მიიჩნეოდა ალბანურად, ხოლო ქრისტიანი მოსახლეობის კულტურა სერბულად.[2] ალბანიზაცია მოხდა ასევე სამხრეთ კოსოვოში მცხოვრები გორანების, რომლებსაც ძირითადად ალბანურ გვარებზე წერდნენ.[3]
მაკედონია
რედაქტირებაალბანიზაცია განიცადეს ასევე მაკედონიაში მცხოვრებმა მუსლიმანი სლავების წარმომადგენელმა ტორბეშებმაც, რომლებიც დღეისთვის მაკედონიის ალბანური პარტიის (დემოკრატიული განვითარების პარტია) უმეტესობას შეადგენენ. მათი მიზანია მოახდინონ დასავლეთი მაკედონიის ალბანეთთან დაახლოება.[1]
ალბანეთში
რედაქტირებაალბანეთში აჰმედ ზოგუს მეფობის და ასევე ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის დროს მიმდინარეობდა სამხრეთში მცხოვრები ბერძნების ალბანიზაციის აქტიური მცდელობა.[4]
1967 წელს ალბანეთის შრომის პარტიის მიერ დაწყებული ანტი რელიგიური მოძრაობამ ანტიბერძნული ფორმა მიიღო. ისინი რელიგიური მოტივის არსებობის მიზეზით ყველაფერ ბერძნულს ანადგურებდნენ. ეს იყო ხოჯას მიერ ნაწარმოები კულტურული რევოლუციის ნაწილი. 1961 წლიდან მოყოლებული მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული მხოლ ალბანეთის ისტორიასა და კულტურას ასწავლიდნენ.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ B. Allen, "Why Kosovo? The Anatomy of a Needless War", in Canadian Centre for Policy Alternatives, 1999
- ↑ N. Sigona, "How Can a ‘Nomad’ be a ‘Refugee’? Kosovo Roma and Labelling Policy in Italy" დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. , in Sociology, Vol. 37, 2003, pp. 69–79
- ↑ G. Lederer, "Contemporary Islam in East Europe", in Central Asian Survey, NATO International Academy, 2000
- ↑ 4.0 4.1 G97 T.J. Winnifrith (2003), Badlands-Borderland: A History of Southern Albania/Northern Epirus დაარქივებული 2015-04-03 საიტზე Wayback Machine. , ISBN 0-7156-3201-9, p. 138.