ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალაშის ავტონომია, ცნობილი, როგორც ალაშის ორდა[1] — არაღიარებული ყაზახური დროებითი მთავრობა ანუ წინარესახელმწიფო, რომელიც მდებარეობდა ცენტრალურ აზიაში და რუსეთის რესპუბლიკის, ხოლო მოგვიანებით, საბჭოთა რუსეთის ნაწილი გახდა. ალაშის ავტონომია დააარსეს ყაზახმა ელიტებმა 1917 წელს, თუმცა, ბოლშევიკების მიერ ალაშის პარტიის აკრძალვას ავტონომიის გაუქმება მოჰყვა. პარტიის მიზანი იყო რუსეთის შიგნით ავტონომიის მოპოვება, ეროვნული, დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების მიზნით. პოლიტიკურ წარმონაქმნს რუსეთის ტერიტორიები ესაზღვრებოდა ჩრდილოეთითა და დასავლეთით, თურქესტანის ავტონომია – სამხრეთით, ხოლო ჩინეთი – აღმოსავლეთით.

ალაშის ავტონომია

Алаш Автономиясы ყაზახეთი Алашская автономия რუსეთი
آلاچ اوردا

რუსეთის არაღიარებული ავტონომია

26 დეკემბერი, 1917 წ. — 26 აგვისტო, 1920 წ.
დროშა, რომლის მიღებაც იგეგმებოდა ალაშის ავტონომიის ბეჭედი
დევიზი
Оян, Қазақ!

Oian, Qazaq! Проснись, казах! Wake up, Kazakh!

ჰიმნი
«Оян, Қазақ!»

"Oian, Qazaq!" "Wake Up, Kazakh!"


ალაშის ავტონომიის საზღვრები, რომელიც შედის რუსეთში; რუკაზე ასევე ნაჩვენებია თურქესტანი, რომელიც ასევე გახდა ავტონომიური ერთეული.
დედაქალაქი ალაშ-ქალა
ენა ყაზახური ენა

რუსული ენა

რელიგია სუნიზმი ისლამი
მმართველობის ფორმა დროებითი კვაზი-სახელმწიფო
პრემიერ-მინისტრი
  • ალიხან ბუკეიხანოვი
მემკვიდრეები
სტეპების გენერალ-საგუბერნატორო, რუსეთის რესპუბლიკა
[[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, ყაზახეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა]]

ეთნონიმი

რედაქტირება

სიტყვა „ალაშის“ გამოყენება ფართოდ გარცელდა ყაზახებს შორის. ყველაზე უფრო ხშირ შემთხვევებში, ალაში არის სამი იუზის, ყაზახების ტერიტორიული და ტომობრივი განაყოფების სახელწოდება. „ალაში“ გულისხმობს, რომ ავტონომიის სახელწოდება, შესაძლოა, ყაზახების სინონიმად გამოიყენებოდეს. მმართველ პარტიას ავტონომია სურდა იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის თურქი ხალხი გაერთიანება მომხდარიყო, თუმცა, იდეა ჩაიშალა, რადგან რამდენიმე მოლაპარაკებების შემდგომ, შეკრებილი კონგრესები უფრო მეტად გამოხატავდა თურქი ხალხის ერთობას, ვიდრე პანთუქიზმის შესახებ სერიოზული საუბრები.

რუსული კოლონიალიზმის თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორიისა და რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელებას, ბევრმა ყაზახმა რუსული სახელმწიფოს წინააღმდეგ მისაღებ ზომებზე ღიად საუბრის დაწყებით უპასუხა. 1870-იან და 1880-იან წლებში, განათლებასთან ხელმისაწვდომობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ისტიტუტები გაიხსნა. მომავალში ალაშის პარტიის მრავალი დაწინაურებული წევრი სწორედ ამ პერიოდის მოსწავლე იყო. 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტზე მუსლიმების[2] გაწვევის გამო, ყაზახები და ყირგიზები რუსეთის ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. აჯანყებები გაგრძელდა 1917 წლის თებერვალში.

სახელმწიფოს დაარსება გამოცხადდა მეორე საყოველთაო ყაზახური კონგრესის დროს, რომელიც ჩატარდა ორენბურგში 1917 წლის 5–13 დეკემბრის განმავლობაში, რასაც დროებითი მთავრობის დაფუძნება მოჰყვა ალიხან ბუკეიხანოვის ზედამხედველობის ქვეშ.[3] თუმცა, ტერიტორია, რომელზეც ერს ჰქონდა პრეტენზია, 1919 წლამდე რეგიონში რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორის, ვასილი ბალაბანოვის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ იყო. 1920 წელს, ვასილიმ დატოვა რუსეთის წითელი არმია და თავად გადასახლდა ჩინეთში, სადაც ჩინელებმა იგი აღიარეს, როგორც ყაზახეთის ლეგიტიმური მმართველი.

1917 წლის დეკემბერში, ალაშის ლიდერებმა შექმნეს ალაშის ორდა, ყაზახური მთავრობა, რომელიც თეთრი არმიის მოკავშირე გახდა და რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა. 1919 წელს, როდესაც თეთრი არმიის ძალები მარცხს განიცდიდნენ, ალაშის ავტონომიურმა მთავრობამ მოლაპარაკებები წამოიწყო ბოლშევიკებთან. 1920 წლისთვის, ბოლშევიკებმა დაამარცხეს თეთრი არმია რეგიონში და განახორციელეს ყაზახეთის ოკუპაცია. 1920 წლის 17 აგვისტოს, საბჭოთა მთავრობამ შექმნა ყირგიზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელმაც 1925 წელს შეიცვალა სახელი და, თავდაპირველად, ეწოდა ყაზახეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო საბოლოოდ, 1936 წელს ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.[4]

მთავრობა

რედაქტირება

ალაშის ორდა (ყაზახ. Алаш Орда, "Alash Horde") იყო ყაზახეთის დროებითი მთავრობის სახელწოდება 1917 წლის სექტემბრიდან 1918 წლამდე. ეს დროებითი მთავრობა შედგებოდა 25 წევრისგან: არა-ყაზახებისთვის დაწესდა 10 ადგილი, ხოლო 15 ადგილი ეთნიკური ყაზახებისთვის.[5] თავიანთი მმართველობის დროს, ალაშის ორდამ შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო კომისია და სამხედრო რეჟიმი დააწესა, როგორც საკუთარი შეიარაღებული ძალები. ალაშის ორდამ რამდენიმე საკანონმდებლო რეზოლუცია მიიღო.

ალაშ ორდას ხელისუფლების კვალდაკვალ, დამოუკიდებელი ბოლშევიკური საბჭოები აჯანყდნენ, ორგანოს მმართველობას დაუპირისპირდნენ და მხარი დაუჭირეს ვლადიმირ ლენინს რუსეთის სამოქალაქო ომში. 1919 წლის დამდეგს, საბჭოთა ძალებმა ალაშის ავტონომიური მთავრობის დემონტაჟი განახორციელეს და მისი ტერიტორია ახალშექმნილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში შეიყვანეს. 1920 წლის 17 აგვისტოს, ლენინმა და მიხეილ კალინინმა ყირგიზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა; საბოლოოდ, ეს ტერიტორია გახდა ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც რეგიონში განაგრძობდა ფუნქციონირებას 1980-იანი წლების სსრკ-ის დაშლამდე.

  1. 1994 სიტყვა ალაშზე («Алаш туралы сөз»), ყაზახური ფილმის და კინორეჟისორის კალილა უმაროვის დოკუმენტური ფილმი;
  2. 2009 ალაშორდა («Алашорда»), ყაზახფილმის და კინორეჟისორის კალილა უმაროვის დოკუმენტური ფილმი;
  3. 2018 Strait time («Тар заман»), სერიალი Qazaqstan TV არხის.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Матай, Нұра. (30 March 2017)1918 жылы шыққан «Абай» журналының №12 саны табылды in Kazakh. [1918-published 12th "Abay" Journal found]. ციტირების თარიღი: 2024-09-12..
  2. Koigeldiev, Mambet. The Alash Movement and the Soviet Government: A Difference of Positions (PDF). ციტირების თარიღი: 2024-09-12.
  3. Ubiria, Grigol (28 July 2020). Soviet Nation-Building in Central Asia: The Making of the Kazakh and Uzbek Nations. Routledge, გვ. 77. ISBN 9781317504351. 
  4. Peimani, Hooman (28 July 2020). Conflict and Security in Central Asia and the Caucasus. ABC-CLIO, გვ. 124. ISBN 9781598840544. 
  5. Adle, Chahryar (28 July 2020). History of Civilizations of Central Asia: Towards the contemporary period: from the mid-nineteenth to the end of the twentieth century. UNESCO, გვ. 255–256. 

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Galick, David. Responding to the Dual Threat to Kazakhness: The Rise of Alash Orda and its Uniquely Kazakh Path, Vestnik: The Journal of Russian and Asian Studies (29 March 2014)

ინტერნეტ-რესურსები

რედაქტირება