ბორის აკუნინი
ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილი; დ. 20 მაისი, 1956, ზესტაფონი, საქართველო) — მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.
ბორის აკუნინი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მაისი, 1956[1] [2] [3] [4] (68 წლის) |
დაბადების ადგილი | ზესტაფონი ან თბილისი[5] |
ფსევდონიმი | Борис Акунин, Анатолий Брусникин და Анна Борисова |
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, მთავარი რედაქტორი, japanologist[5] , man of letters[5] და ლიტერატურული კრიტიკოსი[5] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
ალმა-მატერი | მოსკოვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი |
ჟანრი | დეტექტივი, historical fiction და ისტორიული ლიტერატურა |
Magnum opus | ერასტ ფანდორინის თავგადასავლები |
ჯილდოები | ამომავალი მზის მე-4 ხარისხის ორდენი და The British Book Awards[6] |
საიტი | akunin.ru |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, საქართველოში, ოფიცერ-არტილერისტ შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ბერტა ისააკის ასულ ბრაზინსკის ოჯახში.
1958 წელს ჩხარტიშვილების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში (რუსეთი) გადავიდა. გრიგორიმ 1973 წელს მოსკოვის 36-ე ინგლისური სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქვს ისტორიკოს-იაპონიისმცოდნის დიპლომი. თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას ინგლისური და იაპონური ენებიდან რუსულზე. ჩხარტიშვილის თარგმანით გამოცემულია შემდეგი ავტორების ნაწარმოებები: იუკიო მისიმა, კენძი მარუიამა, მასაჰიკო სიმადა, კობო აბე, ცინიიტი ჰოსი, ტაკეში კაიკო.
მუშაობდა ჟურნალ „Иностранная литература„-ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1999-2000). მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული „იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია“.
1998 წლიდან გრიგორი ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. დაახლოებით ითარგმნება, როგორც „ავკაცი“, „ბოროტი ადამიანი“, „ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს“. კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით.
2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.
პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.
შემოქმედება
რედაქტირება„მწერალი და თვითმკვლელობა“, 2001
ერასტ ფანდორინის თავგადასავლები
რედაქტირება- აზაზელი
- თურქული გამბიტი
- ლევიათანი
- აქილევსის სიკვდილი
- განსაკუთრებული დავალებები:
- ყვავის ვალეტი
- დეკორატორი
- სამოქალაქო მრჩეველი
- მეფედ კურთხევა, ანუ ბოლო რომანებიდან
- სიკვდილის მიჯნური ქალი
- სიკვდილის მიჯნური კაცი
- ალმასის ეტლი
- ინი და იანი
- ნეფრიტის კრიალოსანი
- მთელი მსოფლიო თეატრია
- შავი ქალაქი
- პლანეტა წყალი
- არ გემშვიდობებით
- ერასტ ფანდორინის დაო
- ტამბას გაკვეთილები
- ბაყაყი ბასიო
მასახირო სიბატას თავგადასავლები
რედაქტირება- უბრალოდ მასა
- იამა[ა]
მაგისტრის თავგადასავლები
რედაქტირება- ალტინ-ტოლობასი
- კლასგარეშე საკითხავი
- თ. მ.
- შავარდენი და მერცხალი
პროვინციული დეტექტივი, ანუ და პელაგიას თავგადასავლები
რედაქტირება- პელაგია და თეთრი ბულდოგი
- პელაგია და შავი ბერი
- პელაგია და წითელი მამალი
სერია „ჟანრები“
რედაქტირება- საბავშვო წიგნი:
- საბავშვო წიგნი
- საბავშვო წიგნი გოგოებისთვის (გლორია მუს თანაავთორობით)
- ჯაშუშური რომანი
- ფანტასტიკა
- ქვესტი
- მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები
სიკვდილი ბრუდეშაფტზე
რედაქტირება- ჩვილი და ეშმაკი. ფილმი პირველი
- გათეხილი გულის ტანჯვა. ფილმი მეორე
- მფრინავი სპილო. ფილმი მესამე
- მთვარეს შვილები. ფილმი მეოთხე
- უცნაური კაცი. ფილმი მეხუთე
- გამარჯვების გრუხუნი, გაისმე! ფილმი მეექვსე
- „მარია“, მარია… ფილმი მეშმიდე
- არაფერი წმინდა. ფილმი მერვე
- ოპერაცია «ტრანზიტი». ფილმი მეცხრე
- ანგელოზების ბატალიონი. ფილმი მეათე
რუსეთის სახელმწიფოს ისტორია
რედაქტირება- ტომი I. დასაბამიდან მონღოლების შემოსევამდე. ევროპის ნაწილი.
- ცეცხლოვანი თითი.
- ტომი II. ორდინსი პერიოდი. აზიის ნაწილი.
- ბოხი და შელმა.
- ტომი III. ივანე III-დან ბორის გოდუნოვამდე.აზიის და ევროპის შორის.
- ქვრივის თავსაბურავი.
- სამთვალას კვირა.
- თავადი შტოში. ეშმაკის ფურთხი.
- ტომი IV. მეჩვიდმეთე საუკუნე. ევროპის და აზიის შორის.
- ტომი V. აზიური ევროპიზაცია. ცარი პეტრე ალექსეის ძე.
- კაკლის ბუდა.
- ტომი VI. რუსეთის სახელმწიფოს ისტორია. ცარიცების ეპოქა.
- ლუციუს კატინის თავგადასავლები და მსჯელობები.
- ტომი VII. რუსეთის სახელმწიფოს ისტორია. პირველი ზესახელმწიფო.
- მშვიდობა და ომი.
- ტომი VIII. იმპერიის წამალი. ცარი-განმათავისუფლებელი და ცარი-მშვიდობისმყოფელი.
- გზა კიტეჟში
- ტომი IX. გრძელვადიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ნიკოლოზ II--ს დრო.
- მან წასვლისას კითხა.
- ტომი X. იმპერიის დანგრევა და აღდგომა. ლენინ-სტალინის ეპოქა(1917-1953)[7]
ეკრანიზაცია
რედაქტირება- აზაზელი (2002)
- თურქული გამბიტი (2005)
- სამოქალაქო მრჩეველი (2005)
- პელაგია და თეთრი ბულდოგი (2009)
- ჯაშუში (2011)
- ლევიათანი (2021)
- ფანდორინი. აზაზელი (2023)
ქართულად ნათარგმნი წიგნები
რედაქტირება- აზაზელი[8] (კონსპიროლოგიური დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა გამომცემლობა არეტე, თბ. 2004, ISBN 99940-745-8-X
- თურქული გამბიტი[9] (ჯაშუშური დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006, ISBN 99940-42-07-6
- ლევიათანი[10] (ჰერმეტული დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006 წელი, ISBN 9994-53-21-3; მეორე გამოცემა, გამომცემლობა პალიტრა L, 2010, ISBN 978-9941-413-98-8
- პიკის ვალეტი[11] (ამბავი თაღლითებზე), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა ლითერასი, თბ. 2013
- სასაფლაოს ამბები[12], თარგმნა თამარ კოტრიკაძემ, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბ. 2013 წელი, ISBN 978-9941-446-25-2
- მწერალი და თვითმკვლელობა[13], თარგმნა თამარ კოტრიკაძემ, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბ. 2014 წელი, ISBN 978-9941-454-38-7
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბორის აკუნინის ოფიციალური საიტი
- ერასტ ფანდორინის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-11-04 საიტზე Wayback Machine.
- ბორის აკუნინის წიგნები დაარქივებული 2005-08-05 საიტზე Wayback Machine.
- ბორის აკუნინის წიგნები ელექტრონულ ფორმატში
- HONOR PRIMUM, ALIA DEINDE (ინტერვიუ ბორის აკუნინთან)
- ინტერვიუ ბორის აკუნინთან (გრიგორი ჩხარტიშვილი)
- ბორის აკუნინის წიგნების სია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 37–40. — ISBN 5-94848-245-6
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Czech National Authority Database
- ↑ British Book Awards 2024 : Boris Akounine succède à Salman Rushdie
- ↑ 10 ТОМ | Библиотека Бориса Акунина. ციტირების თარიღი: 2023-09-28
- ↑ აზაზელი[მკვდარი ბმული]
- ↑ თურქული გამბიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-14. ციტირების თარიღი: 2017-02-23.
- ↑ ლევიათანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-14. ციტირების თარიღი: 2017-02-23.
- ↑ პიკის ვალეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-10. ციტირების თარიღი: 2017-02-23.
- ↑ სასაფლაოს ამბები
- ↑ მწერალი და თვითმკვლელობა