აკადემიური მწერლობის კავშირი
"აკადემიური მწერლობის კავშირი", "ძველი მწერლობის კავშირი", "აკადემიური მწერლობის ასოციაცია", სამწერლო გაერთიანება XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში.
ლიტერატურულ-ესთეტიკური მრწამსით "აკადემიური მწერლობის კავშირის" შემადგენლობა არ იყო ერთგვაროვანი. მის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი, ი. გრიშაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ვ. რუხაძე, ს. თავაძე, ა. ჭუმბაძე და სხვა.
"კავშირის" გამოცემებში ("ლომისი", "ილიონი", "ხომალდი", "ქართული სიტყვა", "კავკასიონი", "ახალი კავკასიონი" და სხვა ჟურნალ-გაზეთები) ზოგჯერ თავს იჩენდა სოციალური მშენებლობის ამოცანებთან შეუთავსებელი შეხედულებები. 30-იანი წლების დამდეგს "აკადემიური მწერლობის კავშირი" დაიშალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟღენტი ბ., ქსე, ტ. 1, გვ. 246, თბ., 1975