კონსტანტინე მაყაშვილი

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაყაშვილი.

კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი (დ. 26 ნოემბერი, 1876, იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 29 აგვისტო, 1927, წაღვერი) — ქართველი პოეტი, მარო მაყაშვილის მამა.

კონსტანტინე მაყაშვილი
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1876(1876-11-26)
დაბადების ადგილი იყალთო, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 აგვისტო, 1927(1927-08-29) (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი წაღვერი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის ქართული გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე თამარ გაბაშვილი
შვილ(ებ)ი მარო მაყაშვილი
შალვა მაყაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პოეტის მამა, თავადი ზაქარია, ხელმოკლე მემამულე იყო. პოეტის დედა, ნინო აბელიშვილის ასული, თელავის მაზრის სოფელ ოჟიოდან იყო. ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ ხუთი წლის კოტე ყარსის ოლქში, დაბა სარაყამისში, გაგზავნეს, სადაც მისი უფროსი ძმები მსახურობდნენ. რვა წლის კოტე ისევ სამშობლოში წამოიყვანეს. ცხრა წლის ასაკში დაწერა პირველი ლექსი.

ათი წლის კოტე ბიძამ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა. აქ მან ორი წელი დაჰყო. სათავადაზნაურო სკოლის მეორე კლასის დამთავრების შემდეგ კოტე თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს. 1895 წელს გიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად, თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა. 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს. კ. მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - „ივერია“, „სახალხო გაზეთი“, „ისარი“, „საქართველო“, „ლომისი“, „თემი“ და სხვა. ჟურნალებში - „საქართველო“, „ფასკუნჯი“, „<პრომეთე“, „ლომისი“. 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული „ლირიკა“.

1918 წელს მისი თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი. 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი იყო ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც დახმარებას უწევდა ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა, ქართული დრამატული საზოგადოებისა, 20-იანი წლების დასაწყისში იყო „კადემიური მწერლობის“ კავშირის აქტიური წევრი. საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა ამ მძიმე და საპატიო საქმეს. კ. მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ალექსანდრეს ასული გაბაშვილი (დ. 1880, თბილისი — გ. 10 ივნისი, 1972, იქვე).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყიფშიძე, ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 507.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 252, თბ., 1994
  • ზანდუკელი, მ. თხზულებანი, ტ. 1, თბილისი, 1972
  • ჭილაია, ს. უახლესი ქართული მწერლობა“, თბილისი, 1972
  • ფაშალიშვილი, ს. „დაუვიწყარი შეხვედრები“, თბილისი, 1966

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება