სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომისი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლომისი — სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველკვირეული გაზეთი, აკადემიური მწერლობის ორგანო; გამოდიოდა 1922–1923 წლებში თბილისში. გამოიცა 1922 №№ 1-17; 1923 — №№ 18-34. რედაქტორები — კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი, ლ. ქიაჩელი. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია. ჟურნალში იბეჭდებოდა კ. გამსახურდიას, ა. პაპავას, ი. გრიშაშვილის, ჯ. ჯორჯიკიას, უიარაღოს (კ. თათარაშვილი), ლ. ქიაჩელის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ. ლეონიძის, ტ. გრანელის და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურა რედაქტირება