სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ისარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ისარი“ — ქართული ყოველდღიური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთი. სოციალისტ-ფედერალისტების ცენტრალური ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1907–1908 წლებში გაზეთ „მეგობრის“ ნაცვლად. 1907 წელს გამოიცა №№ 1 –287, 1903 წელს — №№ 1– 48. რედაქტორ-გამომცემლები: ი. მჭედლიშვილი (1907, №№ 1– 122), ესტატე ავალიშვილი (1907, №№ 123-იდან 1908 წლის № 11-მდე); 1908 წლის № 12-იდან რედაქტორი — ვალერიან გუნია, გამომცემელი — ე. ავალიშვილი. გაზეთში თანამშრომლობდნენ არჩილ ჯორჯაძე, კიტა აბაშიძე, ზაქარია ედილაშვილი, დავით ელიოზიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვასილ წერეთელი, სამსონ ჯაფარიძე და სხვ. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. დახურვის მიზეზი მისი პირდაპირობა, ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულება იყო. გაზეთს სხვადასხვა დროს სხვადასხვა რედაქტორი აწერდა ხელს.

ლიტერატურა

რედაქტირება