ლომისი (ჟურნალი)
ლომისი — სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის ხელოვნებისა და ლიტერატურის ყოველკვირეული ჟურნალი, „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ორგანო; გამოდიოდა 1922 წელს თბილისში. გამოიცა 7 ნომერი. რედაქტორები — გ. ტაბიძე, კ. გამსახურდია, ი. გრიშაშვილი; გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია. ვარდისფერი ყდა და გერბი ეკუთვნოდა მხატვარ ოსიპ შარლემანს. გერბზე გამსახული იყო შოთა რუსთაველი, რომელსაც გვირგვინი შემოხვეოდა. იბეჭდებოდა გ. ტაბიძის, ი. გრიშაშვილის, კ. მაყაშვილის, ლ. ქიაჩელის, კ. გამსახურდიას, ს. თავაძის, შ. დადიანის, ვ. რუხაძის, კ. აბაშიძის, ი. ეკალაძის , დუტუ მეგრელის, ხ. ვარდოშვილის, მ. კინწურაშვილის, დ. ასათიანის, შ. არაგვისპირელის, ი. ტოფაძის, შ. თოიძის და სხვათა ნაწარმოებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 286.