ახალი კავკასიონი
„ახალი კავკასიონი“ — ქართული ყოველთვიური ჟურნალი, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანო. გამოვიდა 1925 წელს თბილისში, №1-2 საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს პრეზიდიუმის გამოცემა. რედაქტორი პ. ინგოროყვა. ჟურნალში თანამშრომლობდნენ იმ დროის გამოჩენილი ქართველი მწერლები, კრიტიკოსები და მეცნიერები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 90.