ათენის სკოლა
ათენის სკოლა (იტალ. Scuola di Atene) — რენესანსის ეპოქის მხატვარ რაფაელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ფრესკა, რომელზეც ის ვატიკანის სასახლეში 1508-1511 წლებში მუშაობდა.
ათენის სკოლა | |
---|---|
იტალ. Scuola di Atene | |
ავტორი | რაფაელი |
წელი | 1511 |
კატალოგი | 17 |
ტიპი | ისტორიული ფერწერა |
სიმაღლე | 500 მმ |
სიგანე | 770 მმ |
ქალაქი | ვატიკანი |
მუზეუმი | აპოსტოლური სასახლე |
ისტორია
რედაქტირება1508 წელს, პაპ იულიუს II-ის ბრძანებით რაფაელმა დაიწყო ვატიკანის სასახლის ოთახების მოხატვა. მისი ფრესკები ადამიანის საქმიანობის ალეგორიული გამოსახულებებია. „school of Athens“ — ფილოსოფია, „დებატები“ — თეოლოგია, „სიბრძნე, ზომიერება და ძალა“ — სამართლიანობა, „პარნასი“ — პოეზია. თავის ოთხ დიდ კომპოზიციაში რაფაელმა ოთხი საფუძველი წარმოაჩინა, რომელსაც, მისი აზრით უნდა ეფუძვნებოდეს საზოგადოება. გონება (ფილოსოფია, მეცნიერება), სიკეთე და სიყვარული (რელიგია), სილამაზე (ხელოვნება), მართლმსაჯულება (სამართლიანობა). ფრესკა ათენის სკოლა ითვლება არა მარტო რაფაელის არამედ რენესანსის ეპოქის საუკეთესო ნიმუშად.
პერსონაჟების სია[1]
რედაქტირება- ზენონ კიტიონელი ან ზენონ ელეიელი
- ეპიკურე
- ფედერიკო II გონზაგა
- ბოეციუსი ან ანაქსიმანდრე ან ემპედოკლე
- იბნ რუშდი
- პითაგორა
- ალკიბიადე ან ალექსანდრე მაკედონელი
- ანტისთენე ან ქსენოფონტი
- ჰიპატია
- ესხინესი ან ქსენოფონტი
- პარმენიდე
- სოკრატე
- ჰერაკლიტე
- პლატონი
- არისტოტელე,
- დიოგენე
- პლოტინე
- ევკლიდე ან არქიმედე მოსწავლეებით
- ჰიპარქე, სხვა ვერსიით სტრაბონი ან ზარათუშტრა
- პტოლემე
- პროტოგენე
- R — აპელესი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The School of Athens at the Web Gallery of Art
- The School of Athens დაარქივებული 2006-12-06 საიტზე Wayback Machine. (interactive map)
- Cartoon of The School of Athens დაარქივებული 2018-07-10 საიტზე Wayback Machine.
- The School of Athens reproduction at UNC Asheville დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- BBC Radio 4 discussion about the significance of this picture in the programme "In Our Time" with Melvyn Bragg.
- 3 Cool Things You Might Not Know About Raphael’s “School of Athens” დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The School of Athens, «Who is Who?», Michael Lahanas, mlahanas.de