დიოგენე სინოპელი

(გადამისამართდა გვერდიდან დიოგენე)

დიოგენე სინოპელი (ძვ. ბერძნ. Διογένης ὁ Σινωπεύς; დ. ძვ. წ. 412, სინოპი10 ივლისი ძვ. წ. 323, კორინთო) — ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას „შეშლილი სოკრატე“ უწოდეს. დიოგენე „მსოფლიოს მოქალაქედ“ თვლიდა თავს. დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როდესაც დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი. თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: „დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი მიაყარეთ ზემოდან“.

დიოგენე დადიოდა ქალაქში სანთლით და ამბობდა — „ვეძებ ადამიანს“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება