ზენონ კიტიონელი
ზენონ კიტიონელი, ზენო სტოიკი (ძვ. ბერძნ. Ζήνων ὁ Κιτιεύς; დაახლ. ძვ. წ. 334. კიტიონი, კვიპროსი — გ. დაახლ. ძვ. წ. 262) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, სტოიციზმის დამაარსებელი.[1]
ზენონ კიტიონელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ძვ. ბერძნ. Ζήνων ὁ Κιτιεύς |
დაბადების თარიღი |
ძვ. წ. 334 კიტიონი, აქემენიდების იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
ძვ. წ. 263 ათენი, ძველი ათენი, მაკედონია |
მოქალაქეობა | კიტიონი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მწერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კვიპროსზე, ბერძნულ-ფინიკიურ ქალაქ კიტიაში (კიტიონი). ფინიკიელების შთამომავალი, მნაზეის ძე. დაკავებული იყო საზღვაო ვაჭრობით.
დაახლოებით ძვ. წ. 320 წელს ჩავიდა ათენში, სადაც გახდა კინიკელი კრატესის სტუდენტი, თუმცა მასწავლებლის „კინიკური უსირცხვილობით“ უკმაყოფილო, გადავიდა სტილპონთან და დიალექტიკოს დიოდორ კრონთან.[2]
დიოგენე ლაერტესის გადმოცემით: „ზენონ კიტიონელი იყო გამხდარი და მაღალი, მოუხერხებელი, სუსტი კაცი რომელიც სიამოვნებით მიირთმევდა მწვანე ლეღვს და მზეს ეფიცხებოდა“.
ძვ. წ. 308 წელს ზენონმა წელს დააარსა საკუთარი სკოლა ათენში. როდესაც პედაგოგი გახდა, თავის გარშემო შემოიკრიბა უამრავი სტუდენტი, რომლებსაც მისი სახელის მიხედვით თავდაპირველად ეძახდნენ ზენონეიებს, ხოლო შემდეგ, სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, სტოიკები შეარქვეს. ზენონმა შესანიშნავი ხასიათის წყალობით ათენელებისა და მეფე ანტიგონოს გონატასის განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა; ის სიცოცხლეშივე დაჯილდოვდა ოქროს გვირგვინით და ქანდაკებით, გარდაცვალების შემდეგ პატივისცემით დაკრძალეს კერამიკაში.
ზენონი უკიდურესად მარტივად ცხოვრობდა, ოჯახისა და მონების გარეშე. თუმცა გაურბოდა სიღარიბეს და სიბინძურეს, რაც კინიკური სკოლის მიმდევრებისთვის იყო დამახასითებელი. მან დაახლოებით სამოცი წელი იცხოვრა ათენში, ღრმა მოხუცებულობამდე; გარდაცვალების (ისევე როგორც დაბადების) წელი ზუსტად არ არის ცნობილი (ზელერის მიხედვით, გარდაიცვალა ძვ. წ. 270 წელს, ხოლო იოჰან გუსტავ დროისენის მიხედვით — ძვ. წ. 267 წელს). ამბობდნენ, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. განზრახ სუნთქვა შეიკრა (სტოიკოსების ეთიკით, მისი საქციელი მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული).
ზენონის თხზულებები ეთიკის, დიალექტიკის, ფიზიკისა და პოეზიის შესახებ, რომელთა სია გვხვდება დიოგენე ლაერტესთან, ძველი მტკიცებულებებით, განსხვავდებოდა ლაკონურობით და არ გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებით, თუმცა მხოლოდ რამდენიმე და უმნიშვნელო ფრაგმენტია შემორჩენილი და საეჭვოა მათი ავთენტურობა. სტოიკოსების ზოგად დოქტრინაში, როგორც ძველი ავტორები აცხადებენ, შეუძლებელია იმის დადგენა, სინამდვილეში რა ეკუთვნის ზენონს და რა მის მემკვიდრეებს — კლეანთესა და ქრისიპს.[3]
ზენონის აზრით, სამყაროს მართავს გარკვეული ძალა — ფატუმი (ბედი), მაგრამ სამყარო თავად არის ცოცხალი მთლიანობა, გაჟღენთილი პნევუმით — კოსმიური სუნთქვით. ადამიანის ქცევაში პირველადია სულის მოძრაობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცალკეული ქმედებების მიზეზებს. ზენონი ჰერაკლიტეს მსგავსად, ცეცხლს აცხადებს არსებობის საფუძვლად, რომელსაც იგი ლოგოსთან აიგივებს. საზოგადოების დოქტრინაში მან განავითარა კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობა.[4]
ფილოსოფიაში მან პირველ ადგილზე ლოგიკა დააყენა, რომლის მიზანია ასწავლოს ადამიანებს საგნების სწორად განსჯა და ილუზიებისგან გათავისუფლება. როგორც ზენონი ამბობდა: „ლოგიკა ჰგავს ბაღის მცველ ღობეს, სადაც ხეები ფიზიკაა, ხოლო ნაყოფი — ეთიკა“. სწორედ მან შემოიტანა ტერმინი „ლოგიკა“ აზროვნების დამოუკიდებელი მეცნიერების აღსანიშნავად, ნაცვლად „ანალიტიკისა“, რომელიც გამოიყენა არისტოტელემ.
როგორც ცნობილია, ზენონი სიკვდილის შიშისგან თავის დაღწევას ცდილობდა დასკვნით: „ბოროტება არ შეიძლება იყოს დიდებული, დიდებული შეიძლება იყოს სიკვდილი, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილი არ არის ბოროტება“.[5]
ხსოვნა
რედაქტირება- 1935 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მთვარის ხილულ მხარეს მდებარე კრატერს ზენონის სახელი უწოდა.
- კვიპროსის ევროკავშირში შესვლამდე ზენონი კიტიონელი 20 ცენტიან მონეტებზე იყო გამოსახული.
- ლარნაკაში, ფინიკუდეს სანაპიროდან არც თუ ისე შორს, ევროპის მოედანზე მუნიციპალური კულტურული ცენტრის გვერდით დაიდგა ზენონის ძეგლი.[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Tarn, W.W. (1952). Hellenistic Civilisation. p. 330.
- ↑ Caldwell, Wallace E.; Merrill, Edward H. (1964). History of the World. Vol. 1. United States: The Greystone Press. p. 119.
- ↑ Pearson, Alfred Chilton (1891). The Fragments of Zeno & Cleanthes with Introduction & Explanatory Notes. C.J. Clay & sons. p. 2.
Zeno , the son of Mnaseas ' , was born at Citium , a Greek city in the south - east of Cyprus , whose population had been increased by Phoenician imm
- ↑ Cicero, Academica, i. 10. 35–36 : "Zeno igitur nullo modo is erat qui ut Theophrastus nervos virtutis inciderit, sed contra qui omnia quae ad beatam vitam pertinerent in una virtute poneret nec quicquam aliud numeraret hi bonis idque appellaret honestum quod esset simplex quoddam et solum et unum bonum."
- ↑ Луций Анней Сенека. Нравственные письма к Луцилию (LXXXII, 9) / Перевод С. А. Ошерова. (Серия «Литературные памятники»). — М.: Наука, 1977.
- ↑ Brunt, P. A. (2013). "The Political Attitudes of the Old Stoa". In Griffin, Miriam; Samuels, Alison (eds.). Studies in Stoicism. Oxford University Press. p. 87. ISBN 978-0199695850.