აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობები

აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობები (აზერ: Azərbaycan–İran münasibətləri; სპარს: روابط جمهوری آذربایجان و ایران) - საგარეო ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. ირანის საელჩო მდებარეობს ბაქოში, ხოლო გენერალური საკონსულო ნახიჩევანში. აზერბაიჯანის საელჩო მდებარეობს თეირანში, ხოლო გენერალური საკონსულო თავრიზში. აზერბაიჯანსა და ირანს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ირანსა და აზერბაიჯანს ბევრი საფერთო აქვთ ისტორიის, რელიგიის, ეთნიკურობისა და კულტურის კუთხით.[1] თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია ირანს მხოლოდ XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოეყო, რუსეთ-ირანის ომების შემდეგ. მხინარე არაქსის ჩრდილოეთი ტერიტორიები, რომელიც დღევანდელი აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, ირანის ტერიტორიები იყო, სანამ მათ რუსეთი დაიკავებდა.[2][3][4][5][6][7] ირანი და აზერბაიჯანი ოფიციალური შიიტური სახელმწიფოებია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ შიიტები წარმოადგენენ. შესაბამისად, ირანს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს, ხოლო აზერბაიჯანს რიგით მეორე.[8] შიიზმიც თითქმის ერთდროულად წარმოიშვა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე.[9] მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია.

აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Iran

აზერბაიჯანი

ირანი

1918 წელს მუსავათის მთავრობამ ახლად დაარსებული აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელწოდებად პოლიტიკური მიზეზებსი გამო „აზერბაიჯანი“ შეარჩია,[10][11] მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანად ყოველთვის ირანის აზერბაიჯანი იწოდებოდა.[12][13][14] მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ ირანმა აზერბაიჯანის ნაცვლად სომხეთს დაუჭირა მხარი, რასაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.[15] 2013-2014 წლიდან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დათბა, რადგანაც ჰასან რუჰანის ადმინისტრაცია აზერბაიჯანსა და ირანს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების მხარდამჭერია. 2015 წლის მაისში ირანის ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ ის არ ცნობს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, რამაც კიდევ უფრო გაამყარა აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობები.

ირანსა და აზერბაიჯანს თანამედროვე დიპლომატიური ურთიერთობები 1918 წლიდან აქვთ. ირანმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1991 წელს ცნო და მომდევნო წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დამყარდა. ორივე ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

ურთიერთობების გაღრმავება 2014-2016 წლებში რედაქტირება

 
აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები, ილჰან ალიევი და ჰასან რუჰანი კასპიის ზღვის მეოთხე სამიტზე, 2014.

2013 წელს ირანის სათავეში ჰასან რუჰანის მოსვლის შემდეგ მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.[16][17][18]

2014 წლის დეკემბერში ირანმა გამოაცხადა, რომ არდებილსა და ბაქოს შორის ავტობუსის მარშრუტს გახსნიდა. არდებილის ტრანსპორტისა და ტერმინალების დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნული მომსახურების დაარსება საჭიროდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად არდებილს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და ირანის პროვინციებიდან 600 000-ზე მეტი ადამიანი ეწვევა.[19]

2015 წლის აპრილში ირანმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი თავდაცვის კომისიის შექმნის შესახებ განაცხადეს. აღნიშნულმა განცხადებამ სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე მიუთითა.[20] 2015 წლის მაისში ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის სამდივნოს საგარეო ურთიერთობათა უფროსის მოადგილემ, მოჰსენ ქომიმ აზერბაიჯანის მხარდაჭრისთვის მზადყოფნა გამოხატა. მან აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის წარმმომადგენელთან, მობარის გურბანლისთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანი ნებისმიერ დროს მზადაა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.

ურთიერთობის დაძაბვა: 2016 წლიდან დღემდე რედაქტირება

მიუხედავად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობისა, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ აზერბაიჯანმა იერუსალიმთან მიმართებით ისრაელის პოზიციას დაუჭირა მხარი და ანტიირანულ რიტორიკას დაუბრუნდა, რამაც ირანთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა.[21]

2018 წელს აზერბაიჯანმა ირანთან გაზითა და ნავთობით ვაჭრობა შეწყვიტა, აშშ-ის მხრიდან ირანისადმი სანქციების მხარდასაჭერად, რასაც ირანის მთავრობის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.[22]

2019 წელს აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა ვარშავაში აშშ-ის ხელმძღვანელობით შუა აღმოსავლეთის კონფერენციის ჩატარებას და 2019 წლის თბერვალში, ვარშავის კონფერენციაზე დელეგაცია გაგზავნა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.[23]

სქოლიო რედაქტირება

  1. Cornell, Svante (2005-06-28) Small Nations and Great Powers: A Study of Ethnopolitical Conflict in the Caucasus. ISBN 9781135796693. ციტირების თარიღი: 10 May 2015. 
  2. Swietochowski, Tadeusz (1995). Russia and Azerbaijan: A Borderland in Transition. Columbia University Press, გვ. 69, 133. ISBN 978-0-231-07068-3. 
  3. L. Batalden, Sandra (1997). The newly independent states of Eurasia: handbook of former Soviet republics. Greenwood Publishing Group, გვ. 98. ISBN 978-0-89774-940-4. 
  4. E. Ebel, Robert, Menon, Rajan (2000). Energy and conflict in Central Asia and the Caucasus. Rowman & Littlefield, გვ. 181. ISBN 978-0-7425-0063-1. 
  5. Andreeva, Elena (2010). Russia and Iran in the great game: travelogues and orientalism, reprint, Taylor & Francis, გვ. 6. ISBN 978-0-415-78153-4. 
  6. Çiçek, Kemal, Kuran, Ercüment (2000). The Great Ottoman-Turkish Civilisation. University of Michigan. ISBN 978-975-6782-18-7. 
  7. Ernest Meyer, Karl, Blair Brysac, Shareen (2006). Tournament of Shadows: The Great Game and the Race for Empire in Central Asia. Basic Books, გვ. 66. ISBN 978-0-465-04576-1. [მკვდარი ბმული]
  8. Juan Eduardo Campo,Encyclopedia of Islam, p.625
  9. Akiner, Shirin (5 July 2004). The Caspian: Politics, Energy and Security. Taylor & Francis. ISBN 9780203641675. ციტირების თარიღი: 28 September 2018. 
  10. Yilmaz, Harun (2015) National Identities in Soviet Historiography: The Rise of Nations Under Stalin. Routledge, გვ. 21. ISBN 978-1317596646. „On May 27, the Democratic Republic of Azerbaijan (DRA) was declared with Ottoman military support. The rulers of the DRA refused to identify themselves as [Transcaucasian] Tatar, which they rightfully considered to be a Russian colonial definition. (...) Neighboring Iran did not welcome did not welcome the DRA's adoptation of the name of "Azerbaijan" for the country because it could also refer to Iranian Azerbaijan and implied a territorial claim.“ 
  11. Barthold, Vasily (1963) Sochineniya, vol II/1. Moscow, გვ. 706. „(...) whenever it is necessary to choose a name that will encompass all regions of the republic of Azerbaijan, name Arran can be chosen. But the term Azerbaijan was chosen because when the Azerbaijan republic was created, it was assumed that this and the Persian Azerbaijan will be one entity, because the population of both has a big similarity. On this basis, the word Azerbaijan was chosen. Of course right now when the word Azerbaijan is used, it has two meanings as Persian Azerbaijan and as a republic, its confusing and a question rises as to which Azerbaijan is talked about.“ 
  12. Atabaki, Touraj (2000) Azerbaijan: Ethnicity and the Struggle for Power in Iran. I.B.Tauris, გვ. 25. ISBN 9781860645549. 
  13. Dekmejian, R. Hrair; Simonian, Hovann H. (2003) Troubled Waters: The Geopolitics of the Caspian Region. I.B. Tauris, გვ. 60. ISBN 978-1860649226. „Until 1918, when the Musavat regime decided to name the newly independent state Azerbaijan, this designation had been used exclusively to identify the Iranian province of Azerbaijan.“ 
  14. Rezvani, Babak (2014) Ethno-territorial conflict and coexistence in the caucasus, Central Asia and Fereydan: academisch proefschrift. Amsterdam: Amsterdam University Press, გვ. 356. ISBN 978-9048519286. „The region to the north of the river Araxes was not called Azerbaijan prior to 1918, unlike the region in northwest Iran that has been called since so long ago.“ 
  15. Azerbaijani Ethno-nationalism: A Danger Signal for Iran. ციტირების თარიღი: 10 May 2015.
  16. Azerbaijan and Iran Find Common Cause. ციტირების თარიღი: 10 May 2015.
  17. Azerbaijan, Iran share traditions in celebrating Nowruz. ციტირების თარიღი: 10 May 2015.
  18. Rouhani Visits Baku As Azerbaijan-Iran Conflicts Fade Into Past. ციტირების თარიღი: 10 May 2015.
  19. Iran to launch Baku-Ardabil bus service. ციტირების თარიღი: 10 May 2015.
  20. Iran Offers Guns and Friendship to Azerbaijan. ციტირების თარიღი: 10 May 2015.
  21. https://www.haaretz.com/israel-news/.premium-iran-tensions-azerbaijan-officials-visit-israel-1.6112935
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-09. ციტირების თარიღი: 2020-10-02.
  23. https://www.economist.com/middle-east-and-africa/2019/02/15/mike-pompeos-shambolic-summit-in-warsaw