აზერბაიჯანის ხელოვნება
აზერბაიჯანის ხელოვნება — აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების მიერ შექმნილი სახვითი ხელოვნება პალეოლითის დროიდან დღემდე.
აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში ასახულია ისტორია და პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთს აკავშირებს.
ხელოვნების განვითარების ისტორია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
რედაქტირებააზერბაიჯანის ტერიტორიაზე სახვითი ხელოვნება განვითარებული იყო ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქიდან. ამაზე მეტყველებს გობუსტანის კლდეებზე არსებული ნახატები. ძვ.წ IV—I საუკუნეებით თარიღდება ორდუბადის რაიონში არსებული გიამიგაიას პეტროგლიფები[1]. ასევე კავკასიის ალბანეთის ხალხების კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკული ნივთებიცაა მოპოვებული. ასეთი კერამიკული ნივთები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოიპოვება სოფელ შაჰთახთში და ასევე ქალაქ მინგეჩაურში. ნახიჩევანსა და გაბალაში მოპოვებულია ქვის კოლონები. ხოლო ყაზახის რაიონის ქვის ბაზებზე ამოტვიფრულია მცენარეულობა, რომელიც მიეკუთვნება ძვ. წ IV—III საუკუნეებს.
აზერბაიჯანის ტერიტორიის არაბეთა სახალიფოში შესვლამ დიდი როლი ითამაშა მის მომავალ განვითარებაზე. თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს მუსულმანური კულტურა. საკულტო ძეგლების აშენებას თან სდევდა მათი დეკორაცია — სხვადასხვა მოხატულობები და ორნამენტები მუსულმანურ სტილში. შემდგომ არაბული ხალიფატის შესუსტების დროს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბარდა, შამახი, ბეილაქანი, განჯა, ნახიჩევანი, შაბრანი და სხვები იწყება ადგილობრივი მხატვრული სკოლების ჩამოყალიბება. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორისაა ნახიჩევანისა და შირვან-აფშერონის სკოლები[2]. XV საუკუნეში ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბაქო, შემახა განვითარებას იწყებს მინიატურული ფერწერა[3].
XVII—XVIII საუკუნეები
რედაქტირებაXVII საუკუნისა და დიდწილად XVIII საუკუნის ხელოვნების განვითარებაზე რთულად იმოქმედა ომებმა თურქეთსა და ირანს შორის, ასევე შინაური ფეოდალური ომები სახანოებს შორის. თუმცა გრძელდებოდა ისეთი ნათელი სახვითი ხელოვნების შექმნა, რომელსაც წარმოადგენს, მაგალითად, შაქის ხანების სასახლე, რომელიც აშენებულია ხადალი ზეინალ აბდინის მიერ 1797 წელს. აქ ასახულია სტილიზებული ნიმუშების, ხალხისა და ცხოველის გამოსახულებებს, ასევე ომის და ნადირობის თანმიმდევრულ სცენებს შიდა დარბაზებში და სასახლის ოთახებში.
ამ პერიოდში მონუმენტური მშენებლობა განიცდის დაცემას. XVIII საუკუნის კედლის ფერწერა გამოჩნდა მდიდარი მოქალაქეების სახლებში, რომლებიც, ძირითადად, მცენარეთა მოტივების კომპოზიციებს წარმოადგენდნენ. ზოგჯერ ეს ნახატები ფრინველების, ცხოველების, ხალხის გამოსახულებებსაც მოიცავდა. ხალხური ხელოვნების ნიმუშები იქმნებოდა იარაღებისა და ჭურჭლისთვის. მაღალი მხატვრული დეკორაციები მოიცავს, მაგალითად, სპილენძის ჭურჭელს და იარაღს სოფელ ლაღიჩში[2].
ამ პერიოდშივე განვითარებას იწყებს აზერბაიჯანული ხალიჩების სკოლა.
XIX - XX საუკუნის დასაწყისი
რედაქტირებადეკორატიული ხელოვნება
რედაქტირებაXIX საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი გახდნენ დეკორატიული სტილის მხატვრები, რომლებსაც არ ჰქონდათ პროფესიული სამხატვრო ხელოვნება.
აზერბაიჯანელ მხატვრებს შორის ცნობილად ითვლებოდა მირ მოხსუნ ნავაბი, რომელსაც არ ჰქონდა პროფესიონალური ხელოვნური განათლება, მაგრამ ასევე ცნობილი იყო, როგორც პოეტი, თეორეტიკოსი, მუსიკოსი და კალიგრაფისტი. განსაკუთრებული ადგილი, ფერწერაში უკავია მის მიერ შექმნილ მოხატულებებს. მისი ნამუშევრები ხასიათდება ბრწყინვალე დეკორატიული ორნამენტული კედლის ფერწერული ნამუშევრებით, ყვავილებითა და ფრინველთა ნახატებით.
კედლური ნახატების ეროვნულ ტრადიციას იყენებდა უსტა გამბარ ყარაბაღი (1830-იანები - 1905). იგი ცნობილია შაქის ხანების სასხლის რესტავრაციაში შეტანილი წვლილით, ასევე მეჰმანდაროვისა და რუსტამანოვის სახლების ინტერიერის მოხატვით. მისი ნამუშევრები არ არღვევდა კედლის სიბრტყესა და ხაზს უსვამდა მის არქიტექტურულ დეტალებს. მისი ახალი ნამუშევრები გამოირჩეოდა რეალისტური თვისებების ზრდით[4].
იმ დროინდელ აზერბაიჯანელ მინიატურისტებს შორის ცნობილნი არიან ავაზალი მუღანლი, მირზა ალიგულუ, ნაჯაფგულუ შამახილი და სხვები.
დაზგური ხელოვნება
რედაქტირებაXIX საუკუნეში იწყება დაზგური ფერწერის აღმოჩენა[4].
მხატვარი მირზა ყადიმ ირევანი, რომელსაც ასევე არ გააჩნდა პროფესიონალური ხელოვნური განათლება, ძირითადად სახელი მოიხვეჭა, როგორც პორტრეტისტმა. ცნობილია მისი ისეთი ნამუშევრები, როგორც „მოცეკვავე“, „დერვიში“, „კავალერისტი“. აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმში ინახება მისი ნამუშევრები. ირევანიმ, რომლის ნამუშევრები ძალზედ მჭიდროდაა დაკავშირებული შუასაუკუნეების აღმოსავლეთის ტრადიციებთან, საფუძველი ჩაუყარა რეალისტურ დაზგურ ფერწერას აზერბაიჯანში[4].
მირზა ყადიმი ირევანის ნამუშევრებს შორის ცნობილია მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები სარდარის სასახლეში (სასახლე 1914 წელს იქნა განადგურებული. განადგურდა ასევე 4 დიდი ზომის პორტრეტები, რომელიც სასახლის კედლებზე იყო დახატული). ცნობილია შემდეგი პორტრეტები: „ფეთჰ ალი შაჰი“, „აბას მირზა“, „მაჰ თალიათ ხანუმი“ და „ვეჯულლაჰ მირზა“. ამ პორტრეტების გარდა ცნობილია უცნობი „მებრძოლის“ პორტრეტი[4].
ცნობილია „თიმურის პორტრეტი“, რომლის ავტორია მირ მოხსუნ ნავაბი. ეს პორტრეტი 1902 წელსაა შესრულებული აკვარელით და დღეს ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმში ბაქოში.
XX საუკუნეში ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ გამოცემით, წიგნების ბეჭდვით დაიწყო ახალი სატირული გრაფიკის ჟანრების ჩამოყალიბება. აზერბაიჯანული სატირის ფუძემდებლად კი ითვლება აზიმ აზიმზადე[5]. ცნობილია მისი მკვეთრი კარიკატურები, რომელიც სასაცილოდ იგდებდა ქვეყანაში საზოგადოებრივ უთანასწორობას, ფანატიზმს, უმეცრებასა და ცარიზმის ზეწოლას. ცნობილია მისი აკვარელის ნამუშევრები „ასი ტიპი“, რომელიც ეძღვნება ქალის თავისუფლებას, ათეიზმსა და პოლიტიკურ მოტივებს. ასევე მისი ილუსტრაციები მირზა ალექპერ საბირის კრებულზე „ჰოპჰოპნამე“.
ბეჰრუზ ქანგარლი, პირველი აზერბაიჯანელი მხატვარი, რომელმაც მიიღო არასრული პროფესიონალური განათლება (1916). იგი არის დაზგური ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმში ინახება მისი ალბომი „ხსოვნა ნახიჩევანზე“.
ამ პერიოდის მხატვრები ქალებისგან შეიძლება გამოვყოთ კეისარ კაშიევა - პირველი აზერბაიჯანელი ქალი, რომელმაც მიიღო მხატვრული განათლება. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ გამოდიოდა ჟურნალი „ფიუზათი“, რომლის გამომცემი იყო იმ დროს ცნობილი ფილოსოფოსი, ჟურნალისტი და მხატვარი ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელიც ითვლება თანამედროვე აზერბაიჯანის ტილოზე ფერწერის ფუძემდებლად[6].
-
ხურშიდბანუ ნათავანის ნახატი
-
ჰუსეინზადეს პორტრეტი
საბჭოთა აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნება
რედაქტირება1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ახალი ტიპის ხელოვნება. 1920 წელს ბაქოში პირველი ხელოვნების სკოლა გაიხსნა, სადაც შეიქმნა ვიზუალური ხელოვნების ახალი ჟანრები.
30-იან წლებში გრაფიკის დარგში მუშაობდნენ ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან აზიმ აზიმზადე, გაზანფარ ჰალიკოვი, ისმაილ ახუნდოვი, ალთაი ჰაჯიევი, ქიაზიმ ქიაზიმზადე და სხვები. იქმნებოდა ილუსტრაციები აზერბაიჯანელი და უცხოელი მწერლების წიგნებისთვის. იმ დროის აქტუალურ თემებზე იხატებოდა პლაკატები.
1928 წელს გაიხსნა აზერბაიჯანის საზოგადოების ახალგაზრდა ხელოვანთა პირველი შემოქმედებითი გამოფენა. 1930-იან წლებში, წარმატებული იყო რევოლუციური სახვითი ხელოვნების აზერბაიჯანის კავშირის გამოფენა.
1932 წელს შეიქმნა აზერბაიჯანელი მხატვრების კომიტეტი. 1940 წელს აზერბაიჯანელი მხატვრების პირველი ყრილობა გაიმართა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ძირითადად იქმნებოდა პოლიტიკური პლაკატები და სატირული კარიკატურები. მათი შემქმნელები იყვნენ აზიმ აზიმზადე, გ. ხალიგოვი, ს. შარიფზადე და სხვები.
აზერბაიჯანულ ხელოვნებაში მხატვრული სიმწიფის ეტაპი დაიწყო 50-იან წლებში. მე-20 საუკუნეში ცნობილნი გახდნენ ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან მიქაილ აბდულაევი, თაჰირ სალახოვი, ვიდადი ნარიმანბეკოვი და სხვები. ისტორიულ წარსულზე მიძღვნილი თემები, ასევე აზერბაიჯანელი ერის ტრადიციასა და წეს-ჩვეულებებზე ჩანს ე.რზაგულიევის, ვ.ნარიმანბეოკვის, ა .ჰუსეინოვისა და სხვა.
აზერბაიჯანის ერთ-ერთი ცნობილი პეიზაჟის მხატვარი, რომელიც აზერბაიჯანის ბუნების სილამაზეს ასახავდა, იყო რესპუბლიკის მხატვარი სათარ ბაჰლულზადე.
-
"რაიხსტაგის ნანგრევები". აზიმ აზიმზადე. 1942
-
"დღესასწაული". აზიმ აზიმზადე. 1930
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაhttps://web.archive.org/web/20100215184230/http://www.elibrary.az/docs/artofazerb.pdf
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Наскальные изображения Гямигая
- ↑ 2.0 2.1 Азербайджанская Советская Социалистическая Республика
- ↑ Азербайджанская Советская Социалистическая республика
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Искусство Азербайджана
- ↑ Азимзаде Азим Аслан оглы
- ↑ Jonathan M. Bloom, Sheila Blair. The Grove Encyclopedia of Islamic Art and Architecture. — Oxford University Press, 2009. — Т. 2. — С. 235-247. — 513 с. — ISBN 9780195309911.