აზერბაიჯანული ხალიჩა
აზერბაიჯანული ხალიჩა (აზერ. Azərbaycan xalçası) — ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ხალიჩების აღსანიშნავად. აზერბაიჯანულ ხალიჩებს შორის გამოირჩევიან ბაქოს, განჯის, ყაზახის, შირვანის, შემახის, ყარაბაღის, ყუბის, არდებილისა და თავრიზის ხალიჩებს. ხალიჩების დამზადება არის აზერბაიჯანის დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი ტრადიციული და უძველესი ფორმა[1].
2006 წელს მოსკოვის იუნესკოს ბიუროს მხარდაჭერით გამოვიდა დისკი სახელწოდებით „აზერბაიჯანული ხალიჩები“ 215 სურათით, 15 ვიდეოკლიპითა და რამდენიმე სტატიებით, რომლებიც ეხება აზერბაიჯანის ხალიჩბის ხელოვნებას[2].
2010 წლის ნოემბერში აზერბაიჯანული ხალიჩა იუნესკოს მიერ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შვიდა[1][3].
ისტორია
რედაქტირებაუძველესი დროიდან აზერბაიჯანი ცნობილია, როგორც მრავალფეროვანი ხელოვნების ცენტრი. არქეოლოგიური გათხრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამტკიცებს, რომ სოფლის მეურნეობის, მარაგების ამაღლების, ლითონის სამუშაოებისა, კერამიკის და ხალიჩის კულტურა ძალზედ განვითარებული იყო ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულში[4].
აზერბაიჯანში არქეოლოგიური გათხრების შედეგები ადასტრებს ხალიჩების ტრადიციების ანტიკურობას. გულთაფინის გათხრებისას აღმოაჩინეს ხალიჩის ქსოვის ინსტრუმენტები, რომელიც თარიღდება ძვ. წ IV-III ათასწლეულებით[4].
XVI ს-ის შემდეგ, როდესაც სეფიანთა სახელმწიფო ჩამოყალიბდა, აზერბაიჯანული ხალიჩა ხელოვნების ნიმუშის უპრეცედენტო სრულყოფილებას აღწევს და სამრეწველო ხასიათს იძენს[5].
მხატვარ-მინიატურისტებმა, მაშინდელმა დამწერლებმა დიდი როლი შეასრულეს აზერბაიჯანის ორნამენტული ხელოვნების სკოლის ფორმირებაში. ამ პერიოდში შეიქმნა „თავრიზის სკოლის“ ერთიანი სტილი[6].
XVII საუკუნეში ყაზახის, ბარდის, მუღანისა და ერდებილის ხალიჩები, ასევე ლოცვისთვის განკუთვნილი ხალიჩები გახდა ცნობილი. XVIII საუკუნის შუა ხანებში კი შემახის, შუშისა და შექის ხალიჩები ხდებიან ცნობილნი. სოფელ ამირჯანაში, რომელიც ბაქოს მახლობლადაა, შექმნილი ხალიჩები საექსპორტოდ გაჰქონდათ.
XX საუკუნის ბოლოს, აზერბაიჯანში ხალიჩის ქსოვა გახდა ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. დღეს, აზერბაიჯანის ბევრ რეგიონში, ხალიჩა-დამზადება წარმატებით ვითარდება. აზერბაიჯანში 20-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ზომის ხალიჩების ქარხანა მუშაობს, კერძოდ, ყუბის, გუსარის, ქურდამირის, განჯის, შემახის, დევეჩის, ყაზახის, თოვუზის, შექის, არდაბილის, თავრიზსა და ბაქოში მოქმედებს ხალიჩების წარმოება, სადაც უძველესი ტრადიციების შემუშავება გრძელდება.
2010 წლის ნოემბერში, ლონდონში გამოფენაზე „Azerbaijan: Flying Carpet To Fairy Tale“[7] და 2011 წლის თებერვალში პარიზში გამართული აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მე -20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანული ხალიჩები[8].
აზერბაიჯანული სკოლის ხალიჩები
რედაქტირებადღეისათვის მხატვრული და ტექნიკური მახასიათებლებით გამოარჩევენ შვიდ აღიარებულ ხალიჩების სკოლას: ბაქოს, ყუბის, შირვანის, განჯის, ყაზახის, ყარაბაღისა და თავრიზის სკოლებს.
ბაქოს ხალიჩების სკოლა
რედაქტირებახალიჩები ხასიათდება რბილი და ინტენსიური ფერით, ორიგინალური გეომეტრიული ნიმუშებით. გარდა გეომეტრიული ნიმუშების დეკორაციისა, ბაქოს ხალიჩა გამოირჩევა მცენარეების გამოსახულებით. ხშირად ცენტრალურ ფონზე გაფორმებულია მართკუთხა მედალიონი. ტრადიციულ სქემებში აფშანსა და ხარანგს იყენებენ, ასევე პალმეტებს, ფოთლებსა და მცენარეულ მოტივებს. გარდა ამის გვხვდება ცხოველების გამოსახულებები. ხშირად ხალიჩებს სახელწოდებას აძლევენ იმ ადგილის მიხედვით, სადაც ის მოქსოვილ იქნა. ბაქოს ხალიჩები საკმაოდ ფხვიერია. საფუძველი ძირითადად შალი და ბამბაა. შეხებაზე ძალზედ რბილია, კვანძი სიმეტრიულია. დამახასიათებელია ღია, თითქმის გამჭვირვალე ფერები - კრემისფერი, სპილოს ძვლის ფერი, ყვითელი, შოკოლადისა და წითელი სუფთა ტონები, ასევე ლურჯი[9].
განჯის ხალიჩების სკოლა
რედაქტირებასკოლა მოიცავს განჯისა და მის მიმდებარე სოფლების ტერიტორიას. ხალიჩების ქსოვის ძირითადი ცენტრი იყო ქალაქი განჯა. ის ასევე ცნობილი იყო მაღალი ხარისხის ბეწვისა და აბრეშუმის ხალიჩებით. ხასიათდება წაგრძელებული ფორმით და სიმეტრიული ქსოვით, ტექსტურა უხეში და ფხვიერია, ბაზა არის შალის. ამ ხალიჩას ახასიათებს ნათელი და გაჯერებული ფერები, ხშირად ლურჯი სხვადასხვა ელფერებში, ასევე წითელი, მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, შავი და ყავისფერი.
შირვანის ხალიჩების სკოლა
რედაქტირებაკომპოზიციის მიხედვით, „შირვანის ხალიჩები“ ორ კატეგორიად იყოფა. პირველი მოიცავს ხალიჩებს დეკორატიული საზღვრების გარეშე. ფართო ზოლებს ახასიათებს ექვსკუთხა მოტივები ან სამკუთხა ფორმები. მეორე, ზიგზაგის მსგავსი ნიმუშებია. ასეთი ხალიჩების ერთ-ერთი საერთო ნიმუშია ვარსკვლავის ფორმის მოხატულობა, რომლებიც ხშირად რიგებადაა მოწყობილი. მთავარი მასალა კი ბეწვი და ბამბაა.მოცემული ხალიჩები გამოირჩევა განსაკუთრებული ქსოვის ტექნიკით, რომელიც საშუალებას იძლევა განათავსოთ 3000-მდე კვანძი კვადრატულ დეციმეტრზე. გამოიყენება, როგორც მუქი, ისე ნათელი ფერები - ყვითელი, ლურჯი, სპილოს ძვლის ფერი[10].
ყარაბაღის ხალიჩების სკოლა
რედაქტირებაყარაბაღის სკოლა მოიცავს სამხრეთ-დასავლეთ აზერბაიჯანის რეგიონებს, როგორიცაა შუშა, მალიბეილი, გიროვი, დაშბულაღი, დოვშანლი, თუღი, თუღლარი, მურადხანლი და სხვა. ბევრ სოფელში აწარმოებდნენ ხალიჩებს და ყიდდნენ მათ. ყარაბაღის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხალიჩა არის „შადდა“. დღეს, თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ინახება შადდის ტიპის ხალიჩა[11].
ყუბის ხალიჩების სკოლა
რედაქტირებაყუბის სკოლა მოიცავს აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს. ყუბის ხალიჩები ჩვეულებრივ გაფორმებულია კომპლექსური მედალიონებით. როგორც წესი, მედალიონი გამოსახულია ხალიჩის მთელ სიგრძეზე. კომპოზიციების მიხედვით, ეს ხალიჩები ძალიან მრავალფეროვანია. ფერები მუქი და ნათელია. ასეთი ხალიჩების მასალა ბამბაა. ყუბის სკოლის ხალიჩების გაფორმებაში სხვადასხვა გეომეტრიული ნიმუშები და ორნამენტებია. ასევე გვხვდება ცხოველებისა და მცენარეების გამოსახულება[12].
ყაზახის ხალიჩების სკოლა
რედაქტირებაყაზახის ხალიჩების სკოლა მოიცავს ყაზახის, აღსთაფის, თოვუზის რაიონებს აზერბაიჯანში. ამ სკოლის შემადგენლობაში შედის ბორჩალის ხალიჩაც. ყაზახის ხალიჩებს შორის გამოირჩევა ე.წ „ვარსკვლავური ხალიჩები“. დაყოფილია ოთხ ჯგუფად, რომელიც დამოკიდებულია ხალიჩისა და ვარსკვლავის მოხატულობის ზომაზე. 1980 წ ინგლისელმა ხელოვნებათმცოდნემ და აღმოსავლეთ ხალიჩების ექსპერტმა რობერტ პინერმა ყაზახური ხალიჩების დღეს არსებული კლასიფიკაცია შესთავაზა. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული „ვარსკვლავურ ხალიჩებს“ შორის ითვლება ხალიჩა „დეველი“, რომელზეც გამოსახულია აქლემი თეთრ ფონზე და მრავალრიცხოვანი დეკორატიული რომბი. „ყაზახური ხალიჩები“ ყველაზე ხშირად ხასიათდება უხეშობით, განსხვავდებიან მაღალი შეჭრით, ქსოვა სიმეტრიული და უხეშია, შეხებისას რბილია, თუმცა მძიმეა. ისინი გამოირჩევიან მდიდარი ფერის დიაპაზონით, ძირითადად ბუნებრივი საღებავები გამოიყენება. ამ ჯგუფის ხალიჩებში წითელი ფერი ფართოდ გავრცელებულია. ხალიჩის ქრომატური პალიტრა მრავალფეროვანი და მდიდარია: ლურჯი, მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ყავისფერი და შავი[13].
თავრიზის ხალიჩების სკოლა
რედაქტირებათავრიზი დიდი ხნის მანძილზე ცნობილი იყო, როგორც ხალიჩების წარმოების ცენტრი. აქ წარმოებული აბრეშუმის ხალიჩები ძალიან ცნობილი იყო, ასევე აბრეშუმის ხალიჩები, რომელსაც ამშვენებდნენ ძვირფასი ქვებით, ვერცხლისა და ოქროს ძაფებით[14].
ხალიჩბს ქსოვდნენ „შაჰის კარის“ მოთხოვნილებით, რომლის რეზიდენცია დიდი ხნის მანძილზე იყო თავრიზი და ამიტომ ხალიჩის ქარხნებში ყველაზე სახელგანთქმული ოსტატები მუშაობდნენ. XVII ს თავრიზის ხალიჩებს, ძირითადად, ამზადებდნენ საზღვარგარეთ გასატანად. ამ პერიოდში იწყება ხალჩების ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. XIX ს თავრიზის ხალიჩების ქარხნები ხვდებიან ორი დასავლური კომპანიების კონტროლის ქვეშ „Zigler“-ისა და „PETAG“-ის. ხალიჩის ქსოვის ტრადიცია თავრიზში დღესაც ვითარდება. თავრიზის აზერბაიჯანელებმა კი სახელი გაითქვეს, როგორც ხალიჩის ქსოვის ოსტეტები[15].
გალერეა
რედაქტირება-
ხალიჩა "სუმახი". შირვანის სკოლა
-
ხალიჩა "შადდა". ყარაბაღის სკოლა
-
ხალიჩა "გიმილი". ყუბის სკოლა
-
ხალიჩა "ბორჩალი". ყაზახის სკოლა
-
ხალიჩა "ბაქო". ბაქოს სკოლა
-
ხალიჩა "ფალასი". განჯის სკოლა
-
ხალიჩა "აფშანი". თავრიზის სკოლა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Ковёр" в Большой Советской Энциклопедии
- New York Magazine
- Azerbaijan carpet in New York magazine
- THE DEVELOPMENT OF CARPET WEAVING IN AZERBAIJAN დაარქივებული 2012-06-12 საიტზე Wayback Machine.
- ИСКУССТВО АЗЕРБАЙДЖАНСКОГО КОВРОТКАЧЕСТВА В КОНТЕКСТЕ МЕЖЦИВИЛИЗАЦИОННОГО ДИАЛОГА
- Aзербайджанскиe ковры
- Traditional art of Azerbaijani carpet weaving in the Republic of Azerbaijan- იუნესკო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Traditional art of Azerbaijani carpet weaving in the Republic of Azerbaijan
- ↑ "Azerbaijani Carpets" has just been published with a support of the UNESCO Moscow Office
- ↑ Azerbaijani carpets join UNESCO intangible cultural heritage list - azertag.az
- ↑ 4.0 4.1 Carpet weaving in Azerbaijan
- ↑ Iran - ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ↑ Tabrīz school - ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ↑ В Лондоне азербайджанский ковер поможет совершить путешествие в волшебную сказку - trend.az
- ↑ В ПАРИЖЕ СОСТОЯЛАСЬ ТОРЖЕСТВЕННАЯ ЦЕРЕМОНИЯ, ПОСВЯЩЕННАЯ 20-Й ГОДОВЩИНЕ ВОССТАНОВЛЕНИЯ НЕЗАВИСИМОСТИ АЗЕРБАЙДЖАНА И ПРЕЗЕНТАЦИИ КНИГИ «АЗЕРБАЙДЖАН». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-27. ციტირების თარიღი: 2018-10-02.
- ↑ Wright, Richard. Wertime, John. Caucasian Carpets and Covers. London UK: Hali Publications Ltd. and Laurence King, 1995.
- ↑ Kilim. The Complete Guide. Alastair Hull and Jose Luczyc-Wyhowska. 1993 Thames & Hudson Ltd, London. Pages 240—250
- ↑ საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ხალიჩა, ეთნოგრაფია
- ↑ РАЗВИТИЕ ИСКУССТВА КОВРОДЕЛИЯ В АЗЕРБАЙДЖАНЕ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-15. ციტირების თარიღი: 2018-10-02.
- ↑ Oriental Rug Notes by Barry O’Connell. Guide to Star Kazak Rugs.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-06. ციტირების თარიღი: 2018-10-02.
- ↑ Gedar. Ketabe Honare Iran. — p. 471
- ↑ Andrew Burke, Mark Elliot. Iran. Volume 5 — p. 64 — P: Lovely planet, 2008 — ISBN 9781741042931