აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი

აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმიხალიჩის მუზეუმი ქალაქ ბაქოში. დაარსდა 1967 წელს. იგი იქცა მსოფლიოში პირველ სპეციალიზებულ მუზეუმად, რომლის ფუნქციაშიც შედის ხალიჩების შეგროვება, შენახვა და მათი შესწავლა. მისი პირველი ექსპოზიცია გახსნილი იქნა 1972 წელს ჯუმა-მეჩეთში, ქალაქ ბაქოს ძველი ციხე-სიმაგრის — იჩერი-შეჰერის ტერიტორიაზე. მუზეუმი წარმოადგენს აზერბაიჯანის ეროვნულ კულტურის მარგალიტს. აქ ხდება ხალიჩების დემონსტრაცია აზერბაიჯანის ტრადიციული ხელოვნების დარგებთან სიმბიოზში. მისი კოლექცია ითვლის ხალიჩების, ტანისამოსის, ნაქარგების, სპილენძის მჭედლური საგნების, საიუველირო ნაწარმებისა, ხის და შუშის თანამედროვე ნაკეთობების 14 000 ეგზემპლარს. მუზეუმი იმავდროულად წარმოადგენს აზერბაიჯანის ხალიჩების შესწავლისა და განვითარების ცენტრს. მუზეუმი მონაწილეობდა აზერბაიჯანული ხალიჩებისადმი მიძღვნილ რიგ საერთაშორისო სიმპოზიუმში. პირველი ასეთი სიმპოზიუმი ჩატარდა 1983 წელს იუნესკოს ეგიდით. შემდგომი სიმპოზიუმები ჩატარდა 1988, 2003 და 2007 წლებში; ბოლო სიმპოზიუმი ჩატარდა პარიზშიიუნესკოს შტაბ-ბინაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით 2008 წელს დაიწყო მუზეუმისათვის ახალი თანამედროვე შენობის მშენებლობა. 2014 წლის აგვისტოში კი გაიხსნა მისი პირველი ექსპოზიცია.

აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი
აზერ. Azərbaycan xalça muzeyi
40°21′35″ ჩ. გ. 49°50′07″ ა. გ. / 40.3598399611° ჩ. გ. 49.8354747500° ა. გ. / 40.3598399611; 49.8354747500
დაარსდა 13 მარტი, 1967
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
დირექტორი შირინ მელიქოვა
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებ-გვერდი ოფიციალური ვებ-გვერდი]
Map

მუზეუმის კოლექცია მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანაში არის ნაჩვენები, რომელთა შორის ევროპის ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ხოლო აზიის ქვეყნებს შორისაა ინდოეთი, ირანი, ისრაელი, თურქეთი. ასევე, კოლექცია გამოეფინა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ისევე როგორც კუბასა და აშშ-ში.

მუზეუმი დააარსა ლათიფ ქარიმოვმა 1967 წლის 1 ივნისს. პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1972 წელს. მაშინ მუზეუმი ფუნქციონირებდა ჯუმა-მეჩეთის შენობაში. 1992 წელს მუზეუმი გადავიდა სამუზეუმო ცენტრის შენობაში[1].

2008 წლის 17 მაისს ბაქოში შედგა მუზეუმის საფუძვლის ჩაყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და იუნესკოს მთავარი დირექტორი კიოტირო მაცურა. მუზეუმის შენობა აშენებულია დაკეცილი ხალიჩის სახით. მისი არქიტექტორები არიან ფრანს იანსი და ვალტერ მარი[2].

ახალი შენობა 2012 წლის ბოლოს გაიხსნა[3]. 2014 წლის აპრილში მუზეუმს ეწოდა აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი, რაც მას ოფიციალურობა შეჰმატა[4].

მუზეუმის კოლექცია

რედაქტირება

აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმში ინახება ღირებული ისტორიული ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშები ყუბიდან, ქაბალიდან, შირვანიდან, ყაზახიდან, თავრიზიდან, განჯიდან და ქვეყნის სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან. თითოეული ექსპონატი მოიცავს აზერბაიჯანის ისტორიას. ესენი არიან არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც მიეკუთვნებიან ბრინჯაოს ხანას, XII საუკუნის თიხის ჭურჭელი, XIX საუკუნის მხატვრული სამკერვალო და ეროვნული ტანსაცმელი, ლითონის, ხის, მინისა და საიუველირო სამკაულები, იარაღი, ხალიჩები ეროვნული ორნამენტებითა და სიუჟეტით.

მუზეუმში უძველესი ხალიჩის საგანია XVII საუკუნის თავრიზის ხალიჩის „ოვჩულუგის“ ფრაგმენტი[5]. მუზეუმში წარმოდგენილი ზოგიერთი ხალიჩები არის საოჯახო რელიკვიები, რომლებიც მიჰყიდეს ან შესწირეს მუზეუმს[1].

მუზეუმის კოლექციაში შედის ხალიჩების ჯგუფი შუშიდან, რომელიც გადარჩენილ იქნა შუშის ყოფილი ხალიჩების მუზეუმიდან. 1992 წელს ყარაბაღის ომის დროს არსებობდა სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ხალიჩების განადგურებულნი იყვნენ. ამ იშვიათი ნიმუშების შენარჩუნების მცდელობით, შუშის მუზეუმის დირექტორმა, დაახლოებით, 600-მდე ხალიჩა სამხედრო მანქანებით გამოიტანა. დღეს, ეს ხალიჩები შეიძლება იხილოთ ბაქოს მუზეუმში გამოფენაზე სახელწოდებით „დამწვარი კულტურა“[1].

თავრიზის ხალიჩებიყარაბაღის ხალიჩები ბაქოს ხალიჩები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Carpets Made to Last
  2. Azerbaijan Now Has a Carpet Museum That Looks Like a Carpet
  3. Unique carpet museum to open in Baku by year-end
  4. Carpet museum renamed in Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-16. ციტირების თარიღი: 2018-07-19.
  5. Азербайджанский музей ковров - ДОКУМЕНТАЛЬНЫЙ ФИЛЬМ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-18. ციტირების თარიღი: 2018-07-19.