ბეჰრუზ ქანგარლი
ბეჰრუზ (შამილ) შირალიბეგ ოღლი ქანგარლი (აზერ. Bəhruz (Şamil) Şirəlibəy oğlu Kəngərli; დ. 22 იანვარი, 1892, ნახიჩევანი — გ. 7 თებერვალი, 1922, ნახიჩევანი) — აზერბაიჯანელი მხატვარი, გრაფიკოსი და ფერმწერი. აზერბაიჯანის ერთ-ერთი პირველი სახვითი ხელოვნების პროფესიონალი და აზერბაიჯანული ფერწერის დაზგური რეალიზმის პიონერი.
ბეჰრუზ ქანგარლი | |
---|---|
სრული სახელი | ბეჰრუზ (შამილ) შირალ ოღლი ქანგარლი |
დაიბადა | 10 (22) იანვარი, 1892 |
დაბადების ადგილი | ნახიჩევანი |
გარდაიცვალა | 7 თებერვალი 1922 (30 წელი) |
გარდაცვალების ადგილი | ნახიჩევანი |
ეროვნება | აზერბაიჯანი |
სფერო | ფერწერა, გრაფიკა |
მომზადება | ტიფლისის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლა |
ჟანრი | პორტრეტი |
ბეჰრუზ ქანგარლი დაიბადა 1892 წლის 10 (22) იანვარს, ნახიჩევანში. 1910 წელს იგი გაემგზავრა ტიფლისში და ჯალილ მამედყულიზადეს დახმარებით ჩაირიცხა ტიფლისის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში. 1916 წელს სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ ქანგარლი დაბრუნდა ნახიჩევანში. ქანგარლიმ დაგვიტოვა თავისი თანამედროვეების უამრავი პორტრეტები („მოხუცი“, „ქართველი“). „დევნილების“ მხატვრული ციკლი განსხვავდება თავისი რეალიზმითა და ფსიგოლოგიზმით („დევნილი ხანუმი“, „დევნილი ბიჭი“, „დევნილი ქალი“, „უსახლკარო ოჯახი“).
შვიდწლიანი მოღვაწეობის შედეგად ბეჰრუზ ქანგარლიმ დაგვიტოვა 2000-ზე მეტი ნახატი. 2007 წლის 22 მაისს ქალაქ ნახიჩევანში შეიქმნა ბეჰრუზ ქანგარლის სახლ-მუზეუმი და დაიდგა ძეგლი მის საფლავზე.