გობუსტანის კლდის მხატვრობა

გობუსტანის კლდის მხატვრობა — ეკუთვნის მეზოლითის პერიოდს, ასევე სპილენძის ეპოქას. იგი გობუსტანის ნაკრძალშია[1]. მათი რიცხვი 6000-მდე აღწევს, რომელთა შორის არის ნახატები, რომლებიც 25 ათასი წლისაა[2].

გობუსტანის კლდის მხატვრობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ნახატები შესრულებულია კლდეებზე
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

კვლევები

რედაქტირება

გობუსტანის პეტროგლიფების შესახებ, რუსმა მეცნიერებმა იცოდნენ XIX საუკუნის 40-იან წლებში.

1939 წელს აზერბაიჯანელმა არქეოლოგმა ისააკ ჯაფარზადემ ნახატების შესწავლა დაიწყო და დაახლოებით 3 500 კლდის ფერწერის დოკუმენტაცია ჩაატარა[3].

სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის არქივებში ამ თემასთან დაკავშირებით  3-4 ანგარიში ინახებოდა. ბრიტანეთის ნავთობინჟინრები ამ ადგილას იწვევდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს. მთავარი მღვიმის შესასვლელთან არის 1905 წლის რუსულენოვანი წარწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ადგილებში ვინმე კრუზე  იმყოფებოდა. ნავების ნახატები კი ნორვეგიელმა მკვლევარმა თურ ჰეიერდალმა შეისწავლა[4].

კლდის მხავრობა წარმოდგენილია რამდენიმე მთის ტერიტორიაზე, მათ შორის ბოიუქდაშზე და ქიჩიქდაშზე. ნახატები ძირითადად გამოქვაბულებში გვხვდებიან[5]. გამოსახულებები ასახავს უძველესი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, ჯადოსნურ და ტოტემიურ წარმოდგენებს, მათ რელიგიურ რიტუალებს, სხვადასხვა ველური ცხოველების სანადირო სცენებსა და სხვა. ასევე გვხვდება მამაკაცებისა და ქალების გამოსახულება, თევზაობის სცენები, სხვადასხვა ველური ცხოველების გამოსახულებები, ცხენებზე ამხედრებული მონადირეები, მარტოხელა გმირის ფიგურები, ადამიანების ცეკვის სცენები. ნახატების დათარიღების მიხედვით, ითვლება, რომ პირველი ნახატები იყო დიდი, ხოლო ოდნავ გვიან საუკუნეებში მცირე ზომის[6].

გამოსახული მამაკაცები ნადირობდნენ. მათ ხელში უკავიათ მშვილდი და ისრები. ისინი მაღლები და ტანადები იყვნენ. ასევე არსებობს ბრძოლის სცენების გამოსახულებები, სადაც  მამაკაცებს ხელში უკავიათ იარაღი, როგორიცაა ჯოხი ან დანა.

ასევე გვხვდებიან მატრიარქატის წარმომადგენლები. ზოგი მათგანი სრულია, ხოლო მებრძოლი ქალები უფრო ტანადი და წვრილი წელით არიან გამოსახულნი.

ნახატებს შორის შემდეგი ცხოველების გამოსახულებებიცაა: ველური თხები, ირმები, ქურციკები, ცხენები, ლომები და სხვა. ასევე გვხვდება ფრინველების ნახატებიც. ზღვის ცხოველებს შორის გამოხატულია - თევზი, გველები და ა.შ. ველური ცხოველების გარდა, ასევე შინაური ცხოველების ნახატებიცაა, მაგალითად, ძაღლების.

კლდის ფერწერაზე გამოსახულია რეგიონის მეცხოველეობა და მეურნეობა.

ბოიუქდაშისა და იაზითეფეს კლდის ნახატებს შორის, რომელიც ეკუთვნის ძვ.წ III-II ათასწლეულებს გვხვდება ნადირობის სცენები ირმებზე, თხებზე და ა.შ. გამოსახული იარაღი იყო: სამკბილა, შუბი, ქამანდი და ა.შ.

ბოიუქდაში კლდეებზე გამოსახულია ნავები და ადამიანები მშვილდებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება