მირ მოხსუნ ნავაბი (აზერ. Mir Möhsün Nəvvab; დ. 1833, შუშა — გ. 1918, შუშა) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, მხატვარი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. XIX საუკუნის აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწე.[2]

მირ მოხსუნ ნავაბი
დაიბადა 1833
დაბადების ადგილი შუშა[1]
გარდაიცვალა 1918[1]
გარდაცვალების ადგილი შუშა[1]
ჟანრი პორტრეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნავაბი დაიბადა 1833 წელს შუშაში, ჰაჯი სეიდ ახმედის ოჯახში. პირველადი განათლება მიიღო სასულიერო სკოლაში, სადაც მან შეისწავლა არაბული, სპარსული და თურქული ენები. შემდგომ აბას სარაჯლი მირ მოხსუნის მედრესეში შეისწავლა ასტრონომია,მათემატიკა, ქიმია და სხვა მეცნიერებები.[3]

შემოქმედება

რედაქტირება

ნავაბი იღებდა მონაწილეობას ქალაქის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამოსცა ოც წიგნზე მეტი, რომლებიც მიეძღვნა მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს.

  1. 1.0 1.1 1.2 Навваб Мир Мохсун // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Сафарова З. Мир Мохсун Навваб. — Б.: Язычы, 1983. — С. 3. — 42 с.
  3. Чингиз Каджар. Выдающиеся сыны древнего и средневекового Азербайджана. — Азербайджан. — Б., 1995. — С. 214-215.