აზერბაიჯანის ფლორა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აზერბაიჯანი ფლორა იგივე აზერბაიჯანის მცენარეულობა აღნიშნავს მცენარეებს, ხეებსა და ყვავილებს, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხარობს. აზერბაიჯანის მდიდარია ფლორით. ქვეყნის ტერიტორიაზე 4 500-ზე მეტი სახეობის უმაღლესი მცენარეა რეგისტრირებული. ქვეყნის უნიკალური კლიმატის გამო, აზერბაიჯანის ფლორა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებზე უფრო მეტი სახეობის ხე-მცენარითაა წარმოდგენილი. მთელს კავკასიაში რეგისტრირებულ სახეობათაგან 66% აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც ხარობს. აზერბაიჯანის ფლორის მრავალფეროვნება ქვეყნის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ბუნებრივ-ისტორიული მდგომარეობითა და მიმდებარე ფლორისტული რეგიონების გავლენითაა განპირობებული.

აზერბაიჯანის ფლორისტული ტერიტორიები

რედაქტირება

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოიყოფა ანტიკური ხის, დაბლობის, ჩრდილოური, ქსეროფიტული, უდაბნოს, კავკასიისა და შემთხვევითი ფლორისტული ტერიტორიები. ანტიკური ხის ნიმუშები ფართოდაა გავრცელებული თალიშის რეგიონში, ხოლო დიდი და მცირე კავკასიონის მახლობლად მდებარეობა ჩრდილოური ტიპის ფლორისტული ტერიტორიების არსებობას განაპირობებს. დაბლობის, კავკასიური, ქსეროფიტული და უდაბნოს ტიპის ფლორისტული ტერიტორიები მტკვარ-არაქსის დაბლობის შემადგენლობაშია.[1]

ჰირქანის ტყე

რედაქტირება
 
თალიშის მთები

აზერბაიჯანის ტყეებში სხვადასხვა სახეობის რელიქტური ხეებია შემორჩენილი. ასეთ ტყეებს შორის გამორჩეულია ჰირქანის ტყე, რომელიც აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. რელიქტური ხეები დეკორატიული ფოთლებითა და ძლიერი ღეროებით მთელი მსოფლიოდან იზიდავს ბუნებისმეტყველებსა და ბოტანიკოსებს. თალიშის მთიანეთის ჰირქანული ტყეების კლიმატი ნოტიო და თბილია. ამ ტერიტორიაზე 95 სახეობის ხე, 110 სახეობის ბუჩქი და 1000-ზე მეტი სახეობის მათალი სახეობის მცენარეაა დაფიქსირებული.[2]

ჰირქანის ტყეების ცნობილი რელიქტური ხეები

რედაქტირება
 
კავკასიური მურყანი - ჰირქანის ტყეების რელიქტური ხე

ჰირქანის ტყეების რელიქტურ ხეებს სოციო-ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა აქვთ. ცნობილი რელიქტური სახეობებია: კაპადოკიური ნეკერჩხალი cappadocicum]], ხავერდოვანი ნეკერჩხალი (Acer velutinum), სპარსული აბრეშუმის ხე (Albizia julibrissin), კავკასიური მურყანი (Alnus subcordata), კავკასიური ხურმა (Diospyros lotus), კასპიური ხურმა (Gleditsia caspica), სპარსული აკაცია, კავკასიური ლაფანი (Pterocarya fraxinifolia), კაკლისფოთლება მუხა (Quercus castaneifolia) და კავკასიური ზელკოვა (Zelkova carpinifolia).

არიდული რეგიონების მცენარეულობა

რედაქტირება

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჯაბრაილის, ზანღელანისა და ზუვანდის რეგიონების არიდული კლიმატის ზონაშია მოქცეული. ამ ზონაში სპეციფიკური მთის ქსეროფიტული მცენარეულობა ხარობს. არიდული რეგიონების ტიპური სახეობაა თიმი (თიმუსი). გავრცელებული სახეობებია: ღორისქადა, კოწახური, პირეტრუმი, Zygophyllum atriplicoides, Astragalus szovitsii, Salvia dracocephaloides და სხვ.

აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ელე-ოიუღუ, რომელიც ასევე არიდული კლიმატის ზონაშია მოქცეული. ამ რეგიონისთვის დამასახიათებელია იზოლირებული ელდარის ფიჭვის ტყეები, რომელიც მესამეული პერიოდის ენდემური რელიქტური სახეობაა. ტყეებში ისეთი მაღალი სახეობის მცენარეებიც ხარობს, როგორიცაა: ღვია, Paliurus spina-christi და სხვ. ეს სახეობებიც მთიანი ქსეროტიპული ტიპის ფლორისტულ ტერიტორიებს მიეკუთვნება.[3]

ფიჭვის ხეები

რედაქტირება
 
ელდარის ფიჭვი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 2 სახეობის ფიჭვია გავრცელებული: ელდარის ფიჭვი და Pinus Kochiana. ელდარის ფიჭვი ზღვის დონიდან 600 მეტრზე მაღლა ზეგნებზე, ხოლო მეორე ზღვის დონიდან 1 600 მეტრის სიმაღლეზე, გიოკ-გიოლის რეგიონსა და მდინარე ბულანიგის ველზე, ბელოქანის რეგიონში ხარობს.[4]

მაღალმთიანი რეგიონის მცენარეები

რედაქტირება

ზღვის დონიდან 1800-3200 მეტრის სიმაღლეზე ალპური და სუბალპური მდელოები და სტეპები მდებარეობს. ამ ადგილებში ძირითადად Heracleum mantegazzianum, ფარსმანდუკი, Cephalaria gigantea, Filipendula ulmaria, Calamagrostis arundinacea, Brachypodium silvaticum, Agrostis capillaris, Poa nemoralis, Koeleria gracilis, Vicia, Melilotus, clover (Trifolium), Verbascum, ტილჭირი, Delphinium, Dactylis glomerata, აგრეთვე ვარდისებრთა არაერთი სახეობა ხარობს. სუბალპური მდელოები რელიეფისა და მაკრო კლიმატური მახასიათებლების მიხედვით ყალიბდება. სუბალპური ჯაჭვი მესოფიტური მდელოებისა და მშრალი მდელო-სტეპებისგან შედგება, სადაც ისეტი სახეობები ხარობს, როგორებიცაა: Geranium, Inula, Cephalaria, Scabiosa, Galium, Tragopogon, Betonica, Primula, Plantago, Rumex, Urtica, Cirsium და სხვ. კვლევების თანახმად, სუბალპურ მდელოებზე 1 000-ზე მეტი სახეობა ხარობს.[5]

სამკურნალო მცენარეები

რედაქტირება

შუა საუკუნეებში აზერბაიჯანში 365 სახეობის მცენარე სამკურნალოდ გამოიყენებოდა, რომელთაგან თანამედროვე აზერბაიჯანში სამკურნალოდ 230-ს იყენებენ. მიიჩნევა, რომ დანარჩენი 135 სახეობის მცენარის სამკურნალო თვისებები ახალი სახეობების გამოყვანისას დაიკარგა.[6]

იხილეთ ასევე

რედაქტირება

აზერბაიჯანის ფაუნა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება