სათითურა
(გადამისამართდა გვერდიდან Dactylis glomerata)
სათითურა (Dactylis glomerata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. ფაშარკორდიანი ბალახია. მისი სიმაღლე 100 სმ აღწევს.
სათითურა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Dactylis glomerata | ||||||||||||||
|
ბუნებრივად გავრცელებულია მთელ ევროპაში და აზიის ზოგიერთ რაიონში.საქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება ალპურ სარტყლამდე ბუჩქნარებში, ტყის პირებზე, მდელოებზე, არიდულ მეჩხერ ტყეებში, ველებზე.
ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ბალახია. კულტურაში შეტანილია XIX საუკუნეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 659.