ძიძო

(გადამისამართდა გვერდიდან Melilotus)

ძიძო (ლათ. Melilotus) — ორ-, იშვიათად ერთწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, დატოტვილი, 3 მ-მდე სიმაღლის ღერო, სამყურა ფოთოლი, ყვავილედი — მტევანი, ნაყოფი — პარკი, რომელშიც 2-3 თესლია. ფესვი მთავარღეძიანია, ნიადაგში 2 მ-მდე სიღრმეს აღწევს.

ძიძო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
ლათინური სახელი
Melilotus

კულტურაში გავრცელებულია თეთრი ძიძო (ლათ. Melilotus albus) და ყვითელი ანუ სამკურნალო ძიძო (ლათ. Melilotus officinalis).

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძიძო&oldid=3990698“-დან