აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია

აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებელი

აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია — სახვითი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებელი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. დაარსდა 2000 წელს პრეზიდენტის ბრძნების საფუძველზე. აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია აკრედიტირებულია აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ. აკადემია სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სფეროში ბაკალავრის ხარისხს. აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია ამზადებს სპეციალისტებს დიზაინის, ხატვის, თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების, გრაფიკის, ხალიჩების დამზადებისა და ქანდაკდების სფეროებში. აკადემია 102 პროფესორი და ინსტრუქტორი ჰყავს, მათგან 2 მეცნიერებათა დოქტორია, 13 პროფესორი, 7 მეცნიერებათა კანდიდატი და 13 ასოცირებული პროფესორი. დღეისთვის აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების მუზეუმში 800-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. აკადემიის შენობა 6500 მ²-ზეა განთავსებული და 128 საკლასო ოთახს, სხვადასხვა სპეციალიზებულ ოთახ, ლაბორატორიებსა და ვორქშოფებს მოიცავს.

დაფუძნდა 2000
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი ნატიქ ალიევი[1]
მდებარეობა ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია — აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია
https://adra.edu.az/

საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი დარჩა სსრკ სამხატვრო აკადემიის საგანმანათლებლო და მეთოდური ბაზის გარეშე, რომელიც მას ასაზრდოებდა. რუსეთის სამხატვრო აკადემია იქნა მიღებული, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ძირითადი მოდელი, რომელთანაც ყოველთვის მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები იყო დაცული.

სამხატვრო აკადემიის „მეცნიერებათა დეპარტამენტის“ ძირითადი საქმიანობაა კვლევითი და შემოქმედებითი მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება, ასპირანტებისა და დოქტორანტების მომზადება, სწავლებისთვის აუცილებელი სასწავლო საშუალებების მომზადება.

ფაკულტეტები და დეპარტამენტები

რედაქტირება

აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში 5 ფაკულტეტია: აქიტექტურა და დიზაინი, დეკორატიული ხელოვნება, ქანდაკება, ხატვა და ხელოვნების ისტორია. აკადემიის შექმნისთანავე აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის წევრი, ქაზიმ ალიშირ აღაბექოვი აკადემიის არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მიიწვიეს. ამჟამად არქიტექტურის დეპარტამენტში 18 პროფესორი და ინსტრუქტორი ასწავლის. დეპარტამენტს გულარ მამედოვა ხელმძღვანელობს. არქიტექტურის პროგრამაზე დღეისთვის 42 სტუდენტი სწავლობს. არქიტექტურის მთავარი საბაკალავრო პროგრამის მიზანია დიზაინის სპეციალისტების, პროფესიონალი არქიტექტორებისა და ინტერიერის ოსტატების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადება.

აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით 2013 წლის 12 ივლისს შეიქმნა. ფაკულტეტს აქვს დეკორატიული ხელოვნების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომელიც ხალიჩების, ტექსიტლის, კერამიკის, ლითონისა და მინის დამუშავების ხელოვნებას მოიცავს. 2017-2018 სასწავლო წლებში ფაკულტეტს 21 ლექტორი ჰყავდა. ფაკულტეტი მოიცავს 2 დეპარტამენტს: ტექსტილისა და ხალიჩის ხელოვნების დეპარტამენტს და კერამიკის, მინისა და ლითონის ხელოვნების დეპარტამენტს. ამჟამად საბაკალავრო პროგრამებზე 228 სტუდენტი, ხოლო სმააგისტრო პროგრამებზე 17 სტუდენტი ირიცხება.

ხატვის ფაკულტეტი 3 მთავარ პროგრამას მოიცავს: ხატვის, გრაფიკისა და ქანდაკების. საბაკალავრო სწავლების ხანგრძლივობა 4 წელია, ხოლო სამაგისტრო სწავლების - 1.5 წელი. ფაკულტეტი 4 დეპარტამეტნს მოიცავს: ხატვის, გრაფიკის, ქანდაკებისა და აკადემიური ხატვისა და კომპოზიციის.

აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია დაარსდა 2000 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ბრძანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში ხელოვნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არარსებობის გამო. აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია დაფუძნდა რუსეთის ხელოვნების აკადემიის საფუძველზე და ორ აკადემიას შორის ახლო ურთიერთობაა დამყარებული. აკადემია აერთიანებს აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნებისა და შემოქმედებით ელიტას.

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია ურთიერთთანამშრომლობს გერმანიის, ეგვიპტისს, ლატვიის, რუსეთის, რუმინეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის სახელმწიფოების უმაღლეს დაწესებულებებთან და სხვადასხვა გამოფენასა და პროექტს ახორციელებენ ერთად. დღეისთვის აკადემიის მთლიან სტუდენტთა 20%-ს უცხოელი სტუდენტები შეადგენენ. უცხოელი სტუდენტები თურქეთიდან, რუსეთიდა, ირანიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, ნიგერია|ნიგერიიდან]], სირიიდან, ყაზახეთიდან, ერაყიდან, კორეიდან, ნეპალიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდნა არიან.

აკადემიას ორმხრივი ურთიერთობები აქვს ისეთ უნივერსიტეტებთან, როგორებიცაა: მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი, ანკარის კონსერვატორია, დიჩლის უნივერსიტეტი, ულუდაგის უნივერსიტეტი, სინოპის უნივერსიტეტი, ნოვოსიბირსკის არქიტექტურისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემია, ურალის არქიტექტურისა და ხელოვნების სახელმწიფო აკადემია, ლატვიის ხელოვნების აკადემია, შუა აღმოსავლეთის უნივერსიტეტი, უზბეკეთის ხელოვნებისა და დიზაინის ეროვნული უნივერსიტეტი, ჰელვანის უნივერსიტეტი, ბუქარესტის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი და თბილისის სამხატვრო აკადემია

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://president.az/ru/articles/view/58969