ნატიქ ალიევი
ნატიქ ქიამალ ოღლი ალიევი (აზერ. Natiq Əliyev; დ. 10 აგვისტო, 1958, ბაქო) — აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი, მოქანდაკე, პედაგოგი, პროფესორი. სსრკ-ის სამხატვრო კავშირის წევრი (1986 წლიდან), რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი (2008).
ნატიკ ალიევი | |
---|---|
Natiq Əliyev | |
დაიბადა | 10 აგვისტო, 1958 |
დაბადების ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
ეროვნება | აზერბაიჯანი |
სფერო | მონუმენტალური სკულპტურა |
მომზადება | ვ. მუხინას სახელობის აკადემია |
ჟანრი | monumental art |
ჯილდოები | აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1958 წელს ქალაქ ბაქოში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ვ. მუხინას სახელობის აკადემიის არქიტექტურულ-დეკორატიული პლასტიკის განყოფილება. 1980—1983 წლებში იყო ლენინის სახელობის სტიპენდიატი. მისი ხელმძღვანელები იყვნენ პ. იაკიმოვიჩი, ვ. რიბალკო, ა. დემა, ლ. კალუგინა.
დღეს აზერბაიჯანის ხელოვნების სკულპტურული აკადემიის პროფესორი, სკულფტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი, აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ნატიქ ალიევი“ ვიკისაწყობში.
- ნატიკ ალიევი