ტურიზმი ავსტრიის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აყალიბებს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 9%-ს.[1] 2007 წლის მაგალითზე, ტურისტების რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო ზაფხულსა და ზამთარში, პიკს კი თებერვალი/აგვისტოში მიაღწია.[1]

ბელვედერის სასახლე, ვენა
ზალცბურგი

2007 წელს, ავსტრია მე-9 ადგილზე იყო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ და ამ მაჩვენებელმა 18,9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.[2] ტურისტთა რაოდენობის მხრივ კი ავსტრია 20,8 მილიონით მე-12 ადგილზე იყო.[2]

ტურისტების უდიდეს ნაწილს, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, ვენა იზიდავს.[1] ვენასთან შედარებით, ზალცბურგი ტურისტების მეხუთედს იზიდავს.[1] ზამთრის სეზონზე, მიღებული ტურისტებით ზალცბურგს სჭარბობენ დასავლეთ ავსტრიის ზამთრის სპორტის კურორტები.[1]

ავსტრიაში ვიზიტი ძირითადად მოიცავს ტურს ვენაში, მისი საკათედრო ტაძრის მონახელბას და ვალსების მუსიკის ღონისძიებაზე დასწრებას. ღირებულია სტუმრობა ზალცბურგში, მოცარტის მშობლიურ ქალაქში, ალპებით გარსშემორტყმულ ტიროლის დედალაქ ინსბრუკში, დუნაის ვენეხებიან ხეობაში, მაგალითად ვახაუში. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ფორარლბერგის მხარეში ხელმისაწვდიომია კონსტანცისა და ნოიზიდლერის ტბები. ავსტრიის სამი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა: შენბრუნის სასახლე (2 590 000 მნახველი წელიწადში), შენბრუნის ზოოპარკი (2 453 987 მნახველი წელიწადში) და მარიაცელის ბაზილიკა (1 500 000 მნახველი წელიწადში).[3]

უდიდესი ტურისტული მნიშვნელობა აქვს ავსტრიის სათხილამურო, ფეხით სამოგზაურო და ალპინიზმის კურორტებს ალპებში, ისევე როგორც საიჯახო-სამეგობრო რეკრეაციულ არეალებს. იგივეს თქმა შეიძლება ავსტრიის მრავალრიცხოვან ტბებზე.

მედიახელოვნებაში დაინტერესებულთათვის, ქალაქ ლინცში განთავსებულია Ars Electronica-ის ცენტრი. 1979 წლიდან, ცენტრი ატარებს ფესტივალს (Ars Electronica Festival), სადაც გამარჯვებულს ერგება მსოფლიო მედიახელოვნების უმაღლესი ჯილდო Prix Ars Electronica.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 TOURISMUS IN ÖSTERREICH 2007 German (PDF). BMWA, WKO, Statistik Austria (May 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-18. ციტირების თარიღი: 2008-11-18.
  2. 2.0 2.1 UNTWO World Tourism Barometer, Vol.6 No.2 (PDF). UNTWO (June 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-19. ციტირების თარიღი: 2008-11-18.
  3. Die wichtigsten Sehenswürdigkeiten in Österreich. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-30. ციტირების თარიღი: 2012-08-01.