ნოიზიდლერი
ნოიზიდლერი (გერმ. Neusiedler See, უნგრ. Fertő tó) — მეორე უდიდესი სტეპის ტბა ცენტრალურ ევროპაში, ზღვის დონიდან 115 მეტრზე. მისი ფართობი 315 კმ²-ია, აქედან 240 კმ² ავსტრიის ტერიტორიაზე მდებარეობს, 75 კმ² უნგრეთის ტერიტორიაზე. ტბის აუზის ფართობი 1,120 კმ²-ს შეადგენს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი სიგრძე 36 კმ-ია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 6-12 კმ. საშუალო სიღრმე 1.8 მეტრია.
ნოიზიდლერის ტბის კულტურული ლანდშაფტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ავსტრია უნგრეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 47°50′00″ ჩ. გ. 16°45′00″ ა. გ. / 47.83333° ჩ. გ. 16.75000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2001 (25-ე სესია) |
ნომერი | 772 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 772 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტბა გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით. მის წყლებში ბინადრობს 15 სახეობის თევზი, მრავალი უხერხემლო, ხოლო ტბის მცენარეულობა იზიდავს არაერთ უიშვიათეს მწერს. ტბაზე თავს იყრის დაახლოებით 300 სახეობის გადამფრენი ფრინველი.
ნოიზიდლერი არაერთ ტურისტსა და უბრალოდ ბუნების მოყვარულს იზიდავს. სანაპიროებზე მოწყობილია პლაჟები.
ტბა და მისი შემოგარენი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Nationalpark Neusiedler See – Seewinkel
- Chronik Neusiedler See, Frühgeschichte bis Moderne დაარქივებული 2010-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Welterbe Neusiedler See
- „Der See“ – Ausstellung im burgenländischen Landesmuseum Eisenstadt vom 19. April 2007 bis 11. November 2007 დაარქივებული 2008-08-15 საიტზე Wayback Machine.