შენბრუნის ზოოპარკი

შენბრუნის ზოოპარკი (გერმ. Tiergarten Schönbrunn) მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ჰიცინგის რაიონში; ზოოპარკი შენბრუნის სასახლის პარკის შემადგენელი ნაწილია და მასთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. დაარსებულია 1752 წელს ჰაბსბურგების წარმომადგენელ იმპერატორ ფრანც I-ის მიერ და დღემდე მოქმედ ზოოპარკებს შორის უძველესია მთელ მსოფლიოში.

ზოოპარკის ხედი

1996 წელს შენბრუნში გაიხსნა სპილოების პარკი. 2000 წელს მთლიანად განახლდა პარკის აკვარიუმი. 2002 წელს, 250 წლის იუბილეთან დაკავშირებით შენბრუნში გაიხსნა ტროპიკული ტყეების სახლი. მრავალი ინოვაციის, განახლებებისა და გაფართოებების წყალობით XX საუკუნის მიწურულიდან იგი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პოპულარული ზოოპარკია მსოფლიოს მასშტაბით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: შენბრუნის ზოოპარკი