მთავარი მენიუს გახსნა

ავრილ რამონა ლავინი (დ. 27 სექტემბერი, 1984) — კანადელი მომღერალი, მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. მისი კარიერა დაიწყო 12 წლის ასაკში. ავრილმა საკუთარი ძალებით შეისწავლა გიტარაზე დაკვრა. 16 წლის ასაკში, მომავალ წარმატებაზე ოცნებისას, გადასახლდა ნიუ-იორკში. ლეიბლი Arista მისი მონაცემებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც ლავინი იმედგაცრუებული კანადაში დაბრუნებას აპირებდა. მასთან გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტი.

ავრილ ლავინი
Avril Lavigne in Brasilia - 2014 - 2 (cropped).jpg
ავრილ ლავინის გამოსვლა ბრაზილიაში, 2014.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ავრილ რამონა ლავინი
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1984 (1984-09-27) (35 წლის)
ბელვილი, ონტარიო, კანადა
დაბ. ადგილი Belleville
ეროვნება English Canadian, French Canadian, German Canadians და Scottish Canadians
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, პაუერ პოპი, პოპ პანკი
საქმიანობა მომღერალი-სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, მოდის დიზაინერი, ფილანტროპი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1998–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Arista, RCA
ასოციაციები ევან ტაუბენფელდი, დერიკ უიბლი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Squier Signature Telecaster
ხელმოწერა Avril Lavigne's signature.png
საიტი
ავრილ ლავინი ვიკისაწყობში

1 წლის შემდეგ გამოვიდა ავრილის სადებიუტო ალბომი Let Go (2002). მისი გაყიდვების ტირაჟმა 8 000 000-ს მიაღწია. 17 წლის ასაკში ავრილი ჩარტების სათავეში მოექცა. 8 კვირის განმავლობაში მისი სიმღერა Complicated ჩარტების პირველ ათეულებში იმყოფებოდა. 2 კვირის განმავლობაში ავრილმა შექმნა 12 სიმღერა, რითაც ყველა გააოცა. ეს კომპოზიციები მოხვდა მის შემდეგ სტუდიურ ალბომში Under My Skin. მისი გამოცემა დაემთხვა ავრილის ცხოვრებაში რთულ ეტაპს, როდესაც იგი იმედგაცრუებული იყო უიღბლო სიყვარულის გამო.

21 წლის ასაკში მან იქორწინა ჯგუფის Sum 41 სოლისტ დერეკ უიბლისთან, რომელსაც 2009 წელს გაშორდა. უიბლი იყო ავრილის მესამე სტუდიური ალბომის The Best Damn Thing თანაპროდიუსერი. ლავინის მეოთხე ალბომი, Goodbye Lullaby, 2011 წლის მარტში გამოვიდა. 2010 წელს ფილმის ალისა საოცრებათა ქვეყანაში საუნდტრეკში მოხვდა ავრილის სიმღერა Alice.

ამჟამად ლავინი არა მხოლოდ მუსიკოსია. იგი არის ტანსაცმლის ხაზის Abbey Dawn ავტორი, გამოშვებული აქვს სუნამოები Black Star და Forbidden Rose. 2009 წელს ავრილის ინიციატივით ნიუ-იორკში მოეწყო მოდის კვირეული.

2010 წლის თებერვალში ავრილმა გაიცნო ბროდი ჯენერი, რომელსაც ამჟამად ხვდება.

დისკოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: