ცხვირისატეხელა

(გადამისამართდა გვერდიდან ადონისი (მცენარე))

ცხვირისატეხელა (ლათ. Adonis) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. ცნობილია 20-მდე სახეობა. ველურად იზრდებიან შუა და სამხრეთ ევროპაში, ციმბირსა და აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში 4 სახეობაა (მ. შ. ერთი სარეველა — ლათ. Adonis flammeus).

ცხვირისატეხელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Adonis

გაზაფხულის ცხვირისატეხელა (ლათ. Adonis vernalis) თავისი დიდი ყვითელი ყვავილებით დამახასიათებელი მცენარეა ტყე-ველის და ველის ზონისთვის. გამხმარი ბალახი გულის გლიკოზიდებს შეიცავს და მედიცინაში იყენებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება