ადერკი

(გადამისამართდა გვერდიდან ადეროკი)

ადერკი, როკილეონტი მროველის მიხედვით იბერიის მეათე მეფე. მისივე ცნობით, მისი მეფობის დროს ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა მცხეთაში ჩამოიტანეს ქრისტეს კვართი.[2] მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ვახუშტის მიაჩნია, რომ ადეროკი დაიბადა ძვ. წ. 30 წელს და მეფობდა ახ. წ. 1–57 წლებში. იგი ემყარებოდა თვით „მეფეთა ცხოვრების“ ცნობას, რომ ადეროკი 30 წლისა გამეფდა და იმეფა 57 წელი. ხოლო რაც შეეხება მისი გამეფების თარიღს, სწორედ იმ წელს იშვა იესო ქრისტე. ახ. წ. I საუკუნის I ნახევარი მიაჩნია ადეროკის ზეობის ხანად ს. გორგაძესაც (1–30). პ. ინგოროყვა მის მეფობას ათარიღებს ძვ. წ. 27–ახ. წ. 30 წლებით.[3] გ. მელიქიშვილის აზრით, ადერკი მოღვაწეობდა ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში; იგი ადერკს მითრიდატე I-თან აიგივებს.[4] ანალოგიურად ათარიღებენ მის მეფობას ს. კაკაბაძე და გ. მამულია. ლეონტი მროველის მიხედვით ადერკს ჰყავდა ორი შვილი: ბარტომი და ქართამი, რომელთაც გაუყო სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ორივე უფლისწული, რითაც ქართლში ორმეფობის ხანა დაიწყო.[3]

ადერკი
იბერიის მეფე
წინამორბედი: არშაკ II
მემკვიდრე:
მეუღლე: ავგაროზის ასული[1]
შვილები: ბარტომი და ქართამი
დინასტია: ფარნავაზიანი

გენეალოგია

რედაქტირება

ლეონტი მროველი და თეიმურაზ ბატონიშვილი ბარტომიდან ადერკამდე მეფეთა სიას განსხვავებულად წარმოგვიდგენს.

ლეონტი
მროველი
თეიმურაზ
ბატონიშვილი
 
 
ბარტომ I
 
ცოლი
 
 
მირიან II
 
ბარტომ I
 
ცოლი
 
 
მირიან II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ქართამ კოლხი
 
ასული 
არშაკ II
ქართამ კოლხი
 
ასული 
არშაკ II
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არშაკ III
 
ადერკი
 
ადერკი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 51.
  • გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I: მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, №3;
  • პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB;
  • გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში. თბ. 1979;
  • ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო. I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II.
  1. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 135.
  2. გ. მამულია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 51.
  3. 3.0 3.1 ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ.: „ნეკერი“, 2007. — გვ. 19, ISBN 99928-58-36-2.
  4. გ. მამულია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 89.
წინამორბედი:
არშაკ II
იბერიის მეფე
ძვ. წ. 2–ახ. წ. 55
შემდეგი:
ბარტომი და ქართამი