აგროქიმიური ანალიზი

აგროქიმიური ანალიზიმცენარის, მცენარეული წარმოშობის საკვების, ნიადაგის, სასუქის, პესტიციდების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებით. აგროქიმიური ანალიზს ატარებენ აგროქიმიურ ლაბორატორიაში.

მცენარის ანალიზით განსაზღვრავენ იმ მაკრო და მიკროელემენტების (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, რკინა, ბორი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი, თუთია, კობალტი და სხვ.) შემცველობას, რომელთაც მცენარე ნიადაგიდან ითვისებს. უმნიშვნელოვანესი მცენარეული წარმოშობის ორგანული ნივთიერების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და სხვ.) შემცველობას, რომელთაც მცენარე ნიადაგიდან ითვისებს. შემცველობის განსაზღვრით ადგენენ ცხოველთა საკვების და სხვა მცენარეული პროდუქტების ხარისხის (მაგალითად, შაქრის რაოდენობა შაქრის ჭარხალში, სახამებლისაკარტოფილში, ცილებისა — მარცვლეულში და ა. შ.). ნიადაგის ქიმიური ანალიზის მიზანია მცენარის ძირითადი საკვები ელემენტების განსაზღვრა.

სასუქებში (მინერალური და ორგანული) განსაზღვრავენ მცენარის საკვებ ნივთიერებათა შემცველობასა და ფორმებს; აზოტიან სასუქებში — საერთო აზოტს, ამონიაკურ და ნიტრატულ აზოტს, ტენს; ფოსფორიან სასუქებში — ფოსფორს, ტენს; სუპერფოსფატში — მჟავიანობას; ტორფიან სასუქებში — ტენს, ნაცრიანობას, მჟავიანობას (pH), დაშლის ხარისხს; პესტიციდებში — მოქმედ ქიმიურ ნაერთთა პროცენტს.

აგროქიმიური ანალიზის ჩასატარებლად სარგებლობენ სხვადასხვა ქიმიური ლაბორატორიული მეთოდით და აპარატურით, ფართოდ იყენებენ სპექტროფოტომეტრიას, ალის ფოტომეტრიას, სტაბილურ და რადიოაქტიურ იზოტოპებს, ქრომატოგრაფიას და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება