აგროქიმიური ლაბორატორია
აგროქიმიური ლაბორატორია — დაწესებულება ან დაწესებულების დამოუკიდებელი განყოფილება, რომელიც საგანგებო აგროქიმურ გამოკვლევებს ატარებს.
აგროქიური ლაბორატორიის სახეებია: სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო, რომელსაც მიეკუთვნება აგროქიმიური სამსახურის სისტემაში შემავალი ზონალური და ცალკეულ მოწინავე მეურნეობასთან არსებული აგროქიმიური ლაბორატორია.
1972 წელს სსრკ-ში იყო 197 ზონალური აგროქიმიური ლაბორატორია, აქედან საქართველოში — 3.
- საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტთან;
- საკავშირო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან;
- საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიურ და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 75.