ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბუ საიდ ჩოუდჰური (ბენგ. আবু সাঈদ চৌধুরী; დ. 31 იანვარი, 1921 – გ. 2 აგვისტო, 1987) — ბანგლადეშელი იურისტი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტი.[3] გარდა ამისა, მას ეკავა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის, დაკის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის, ბანგლადეშის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გაერთიანებულ სამეფოში ბანგლადეშის პირველი უმაღლესი კომისრის თანამდებობები.[4]

აბუ საიდ ჩოუდჰური
ბენგ. আবু সাঈদ চৌধুরী
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1921(1921-01-31)[1]
დაბადების ადგილი Tangail
გარდაცვალების თარიღი 2 აგვისტო, 1987(1987-08-02) (66 წლის) ან 1987[2]
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
 პაკისტანი
 ბანგლადეში
განათლება კოლკატის უნივერსიტეტი, Presidency University და Mymensingh Zilla School
ჯილდოები Bangla Academy Fellowship და honorary doctor of the University of Calcutta

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ჩოუდჰური დაიბადა 1921 წლის 31 იანვარს ბენგალელი მუსლიმი ზამინდარის (მემამულის) ოჯახში, სოფელ ნაგბარიში, ტანგაილის რაიონში, მიმენსინგჰის ოლქში, ბენგალიის პრეზიდენტობაში (ამჟამად ბანგლადეში).[4] მისი მამა, აბდულ ჰამიდ ჩოუდჰური, იყო აღმოსავლეთ პაკისტანის პროვინციული ასამბლეის ყოფილი სპიკერი.[5]

ჩოუდჰურიმ 1940 წელს დაამთავრა კალკუტის საპრეზიდენტო კოლეჯი. 1942 წელს მან კალკუტის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი და იურიდიული განათლება, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლონდონში მიიღო ადვოკატის კვალიფიკაცია.[4]

ჩოუდჰური 1947 წელს შეუერთდა კალკუტის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატთა კოლეგიას, ხოლო ინდოეთის გაყოფის შემდეგ, 1948 წელს გადავიდა დაკაში და შეუერთდა დაკის უმაღლესი სასამართლოს ადვოკატთა კოლეგიას. 1960 წელს იგი დაინიშნა აღმოსავლეთ პაკისტანის გენერალურ ადვოკატად. 1961 წლის 7 ივლისს მაშინდელმა პაკისტანის პრეზიდენტმა აიუბ ხანმა იგი დანიშნა დაკის უმაღლესი სასამართლოს დამატებით მოსამართლედ და ორი წლის შემდეგ დამტკიცდა დაკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ. ჩოუდჰური იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1960-1961 წწ.) და ბენგალური განვითარების საბჭოს თავმჯდომარე (1963-1968 წწ.).

ჩოუდჰური 1969 წელს დაინიშნა დაკის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერად.[4] 1971 წელს, ჟენევაში ყოფნისას, იგი პროტესტის ნიშნად გადადგა თანამდებობიდან პაკისტანის არმიის მიერ აღმოსავლეთ პაკისტანში განხორციელებული გენოციდის გამო.[3] ჟენევიდან გაემგზავრა გაერთიანებულ სამეფოში და გახდა მუჯიბნაგარის დროებითი მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი. 1971 წლის 24 აპრილს ქოვენტრიში, გაერთიანებულ სამეფოში, ემიგრანტი ბენგალელების მიერ შეიქმნა ქოლგა ორგანიზაცია „ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საბჭო გაერთიანებულ სამეფოში“ და აირჩიეს საბჭოს ხუთკაციანი ხელმძღვანელ კომიტეტში. 1971 წლის 1 აგვისტოდან 1972 წლის 8 იანვრამდე იყო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი კომისარი ლონდონში.[6]

ბანგლადეშის პრეზიდენტი

რედაქტირება

განთავისუფლების შემდეგ, ჩოუდჰური დაბრუნდა დაკაში და 1972 წლის 12 იანვარს აირჩიეს ბანგლადეშის პრეზიდენტად. 1973 წლის 10 აპრილს კვლავ აირჩიეს ბანგლადეშის პრეზიდენტად[4] და იმავე წელს (დეკემბერში) გადადგა და გახდა მინისტრის რანგის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. 1975 წლის 8 აგვისტოს ის შეიყვანეს შეიხ მუჯიბურ რაჰმანის კაბინეტში პორტებისა და ნაოსნობის მინისტრად. რაჰმანის მკვლელობის შემდეგ, 1975 წლის აგვისტოში გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ ხონდაკარ მოშტაქ აჰმედის კაბინეტში, ეს პოზიცია შეინარჩუნა იმავე წლის 7 ნოემბრამდე.[4]

1978 წელს ჩოუდჰური აირჩიეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დისკრიმინაციის პრევენციისა და უმცირესობათა დაცვის ქვეკომიტეტის წევრად.[4] 1985 წელს აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარედ.[3] მას მიენიჭა დეშიკოტამის წოდება ვისვა-ბჰარატის უნივერსიტეტის მიერ. კალკუტის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა სამართლის დოქტორის საპატიო ხარისხი.

სიცოცხლის ბოლო წლები

რედაქტირება

ჩოუდჰური გარდაიცვალა გულის შეტევით ლონდონში 1987 წლის 2 აგვისტოს და დაკრძალეს თავის სოფელში, ტანგაილის პროვინციის სოფელ ნაგბარიში.[7]

შეიხ მუჯიბურ რაჰმანის მკვლელობის შემდეგ, აბუ საიდ ჩოუდჰური შეუერთდა ახალი მთავრობის კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და შეაქო მკვლელობის ორგანიზატორი ხონდაკარ მოშტაქ აჰმედი, როდესაც განაცხადა:

 
„პრეზიდენტ ხონდაკერ მოსტაქ აჰმადს სწამს დემოკრატიის და მას სურს ქვეყანაში დემოკრატიული ატმოსფეროს აღდგენა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Munzinger Personen
  2. https://www.biografiasyvidas.com/biografia/c/chaudhuri.htm
  3. 3.0 3.1 3.2 „Death anniversary of Abu Sayeed Chowdhury today“. The Daily Star (ინგლისური). 2 August 2010. ციტირების თარიღი: 1 November 2017.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Islam, Sirajul (2012). „Choudhury, Justice Abu Sayeed“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh. 
  5. সাবেক স্পিকার আব্দুল হামিদ চৌধুরীর ৪৫তম মৃত্যুবার্ষিকী আজ bn. The Daily Ittefaq. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 28 December 2019
  6. List of the High Commissioner. ციტირების თარიღი: 3 August 2012
  7. „Abu Sayeed Chowdhury, 66; Was President of Bangladesh“. The New York Times. AP. 3 August 1987. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 21 March 2016.
  8. „Who Said What After August 15“. The Daily Star (ინგლისური). 17 August 2014. ციტირების თარიღი: 20 June 2020.