იაკუბ იბნ იბრაჰიმ ალ-ანსარი ალ-ქუფი აბუ იუსუფი (არაბ. أبو يوسف; დ. 731 — გ. 13 სექტემბერი, 798) — არაბი სამართალმცოდნე, აბუ ჰანიფას მოწაფე და მიმდევარი. სახალიფოს პირველი ყადი ალ-ყუდათი. ცნობილია ჰარუნ ალ-რაშადის დავალებით დაწერილი მისი „ხარაჯის წიგნი“ („ქათიბ ალ-ხარაჯი“), რომელშიც მოცემულია პასუხები ხალიფის მიერ აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დასმულ საკითხებზე. წიგნი VII-VIII საუკუნებში სახალიფოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ძვირფასი წყაროა.

აბუ იუსუფი
არაბ. أبو يوسف
დაბ. თარიღი 731[1]
დაბ. ადგილი ქუფა, ერაყი, ომაიანთა სახალიფო
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი, 798
გარდ. ადგილი ბაღდადი, ერაყი, აბასიანთა სახალიფო
მოქალაქეობა ომაიანთა სახალიფო
 აბასიანთა სახალიფო
საქმიანობა ყადი, mujtahid და ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ქუფა და ბაღდადი
განთქმული მოსწავლეები Muhammad al-Shaybani[2] , აჰმად იბნ ჰანბალი[3] , Ahmad bin Abi Taybah al-Darimi და Hasan bin Ziyad

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Али-заде А. Абу Йусуф // Исламский энциклопедический словарьМосква: Ансар, 2007.
  2. Али-заде А. Шейбани Мухаммад ибн Хасан // Исламский энциклопедический словарьМосква: Ансар, 2007.
  3. Али-заде А. Ахмад ибн Ханбал // Исламский энциклопедический словарьМосква: Ансар, 2007.