მთავარი მენიუს გახსნა

ალ-ნუმან იბნ თაბიტ აბუ ჰანიფა (არაბ. ابو حنيفة النعمان بن ثابت بن الكوفيّ; დ. 8 სექტემბერი, 699, ქუფა — გ. 18 ივნისი, 767, ბაღდადი) — მუსლიმანური სამართლის მეცნიერი და ღვთისმეტყველი, ჰანიფიტების სკოლის მამამთავარი. თვით აბუ ჰანიფას არ დაუწერია რაიმე შრომა მუსლიმანური სამართლის დარგში,. თავის შეხედულებებს იგი გადასცემდა მოწაფეებს, რომელთა შრომებშიც შემონახულია ცნობები აბუ ჰანიფას მოძღვრების შესახებ. აბუ ჰანიფა მუსულმანური იურიდიული დოგმების თეორეტიკოსი და სისტემატიზატორია. იგი ნაკლებ ანგარიშს უწევდა სასამართლო პრაქტიკას, რადგან არ იყო ყადი. აბუ ჰანიფა ითვლება მუსულმანური დოგმატიკური თეოლოგიის იმ ყველაზე გავრცელებული ტრადიციის მამამთავრად, რომელიც უმთავრესად ემყარება მუსლიმთა ჯამაათისა და მისი ერთიანობის იდეას, სუნისა და ზომიერების მიმდევარ მორწმუნეთა უმრავლესობის თანხმობის პრინციპს და იყენებს უფრო მეტად რელიგიურ-კანონიკურ, ვიდრე რაციონალურ საბუთებს.

აბუ ჰანიფა
არაბ. ابو حنيفة النعمان
Abu Hanifa Name.png
დაბ. თარიღი სექტემბერი 699
დაბ. ადგილი ქუფა, ომაიანთა სახალიფო[1]
გარდ. თარიღი 18 ივნისი 767 (67 წლის)
გარდ. ადგილი ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო
დასაფლავებულია Abu Hanifa Mosque
მოქალაქეობა ომაიანთა სახალიფო
Black flag.svg აბასიანთა სახალიფო
სამეცნიერო სფერო ფიყჰი და Hadith studies
განთქმული მოსწავლეები აბუ იუსუფი, Muhammad al-Shaybani, Zufar ibn Hudhayl და Abdullah ibn Mubarak

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება