აბუ დაბის ლუვრი
აბუ დაბის ლუვრი—ხელოვნებისა და ცივილიზაციის მუზეუმი აბუ დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც 2017 წელს გაიხსნა .მუზეუმის კოლექცია მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და ცივილიზაციის ექსპონატებს. ლეონარდო და ვინჩის ,პიკასოს, გოგენის, მანეს, მაგრიტის, ბელინის ნახატებს.[1][2]
აბუ დაბის ლუვრი | |
---|---|
არაბ. اللوفر أبوظبي | |
24°31′58″ ჩ. გ. 54°24′00″ ა. გ. / 24.5330000° ჩ. გ. 54.4000111° ა. გ. | |
დაარსდა | 8 ნოემბერი, 2017 წ. |
ქვეყანა | არაბთა გაერთიანებული საამიროები |
მდებარეობა | აბუ-დაბი |
ოფიციალური საიტი | https://www.louvreabudhabi.ae/ |
ადგილმდებარეობა
რედაქტირებამუზეუმის შენობა მდებარეობს საადიათის კუნძულზე. კუნძულზე ასევე განთავსებულია სოლომონ გუგენჰეიმის მუზეუმის ფილიალი და შეიხ ზაიედის ისტორიის ეროვნული მუზეუმი. [3][4]
მუზეუმის მშენებლობა
რედაქტირებააბუ დაბის ლუვრის არქიტექტორია ჟან ნუველი. მუზეუმის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2007 წელს მიიღეს. მშენებლობა დაიწყო 2009 წლის 26 მაისს, ცერემონიალზე იმყოფებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და აბუ დაბის საამიროს მეფისნაცვალი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანი. [5] თავდაპირველად აბუ დაბის ლუვრი უნდა გაიხსნილიყო 2012 წელს 2012 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მუზეუმი 2015 წელს გაიხსნებოდა. მოგვიანებით, გახსნის თარიღი გადაიდო 2016 წლამდე. 2016 წელს ხელისუფლებამ დანიშნა ფრანგი მანუელ რაბათე მუზეუმის დირექტორად. მუზეუმის გახსნა 2017 წლისათვის გადაიდო. 2017 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანსუა ნისენმა გამოაცხადა აბუ დაბის ლუვრის გახსნის საბოლოო თარიღი - იმავე წლის 11 ნოემბერი. გახსნის ცერემონია დაიგეგმა მაღალი რანგის ოფიციალური სტუმრების თანდასწრებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით. 2017 წლის 11 ნოემბერს მუზეუმი გაიხსნა საზოგადოებისთვის 8 ნოემბერს გაიმართა საზეიმო ცერემონია საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტების მონაწილეობით.[6]
კოლექცია
რედაქტირებაექსპოზიცია ფრანგული მუზეუმებიდან ჩამოტანილი სამასი ექსპონატისაგან და ამდენივე ადგილობრივი ექსპონატისაგან შესდგება. მუზეუმში წარმოდგენილია ლუვრის, ჟორჟ პომპიდუს ცენტრის ვერსალის 300-მდე ექსპონატი. 2014 წელს ცნობილი გახდა, რომ აბუ დაბის ლუვრმა დაიქირავა საფრანგეთის მუზეუმებიდან ლეონარდო და ვინჩის მშვენიერი ფერონერა, რომელსაც "მონა ლიზას" მოადგილეს უწოდებენ და "სამყაროს მხსნელთან" ერთად მუზეუმის მთავარ განძს წარმოადგენს. ასევე საგამოფენო დარბაზებს ამშვენებს მატისის ნამუშევრები, ვან გოგის ავტოპორტრეტი, ჟაკ-ლუი დავიდის "ნაპოლეონი წმინდა ბერნარის უღელტეხილზე", კლოდ მონეს "ლაზარე ”.
მუზეუმში არის თემატური ოთახები, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის სიძველეები: ჩინეთის, ინდოეთის, ერაყის, კონგოს და ა.შ. მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა კულტურის რელიგიური ობიექტები: მე -9 საუკუნის ვერდი "ცისფერი ყურანი", იემენის თორა 1414 და XIII საუკუნის ორი გოთური ბიბლია. და სხვა არაბულმა მუზეუმებმა აბუ დაბის ლუვრს 28 მნიშვნელოვანი ნივთი ასესხეს ძვ.წ.). მუზეუმს უწოდებენ არაბული სამყაროს პირველ უნივერსალურ მუზეუმს
ღირებულება
რედაქტირებააბუ დაბის ლუვრის მდებარე შენობის მშენებლობის ღირებულება 600 მილიონ ევროდ არის შეფასებული პარიზის ლუვრის წარმომადგენელი, სააგენტო France-Muséums, იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს საკონსულტაციო მომსახურება, გაქირავება ხელოვნების საგნებით და მისცეს ლუვრის სახელის გამოყენების უფლება 2037 წლამდე რაც მუზეუმის ხელმძღვანელობას დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო დაუჯდა.[6][7]
კრიტიკა
რედაქტირებააბუ დაბის ლუვრის მშენებლობისა იქ და საფრანგეთის მუზეუმების კოლექციებიდან ნახატების გადატანის გადაწყვეტილებამ ზოგიერთ ფრანგი მხატვარის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. 4,700 მუზეუმის ექსპერტმა, არქეოლოგმა და ხელოვნების ისტორიკოსმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ”[საფრანგეთის] მუზეუმები არ იყიდება” ასევე იყო ბრალდებები მუზეუმის მშენებლობის მუშაკთა ექსპლუატაციის შესახებ. მაგალითად, გაზეთმა Guardian- მა მშენებელთა სამუშაო პირობები შეადარა ”თანამედროვე მონობას”. მუზეუმის არქიტექტორმა ჟან ნუველმა, კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მუზეუმის მშენებლებისთვის აბუ დაბიში უკეთესი პირობებია, ვიდრე ზოგიერთი მშენებლისათვის ევროპაში. [8]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Louvre Abu Dhabi – Louvre Museum – Paris". 6 September 2017.
- ↑ "Vincent Van Gogh, Andy Warhol, Claude Monet and Henri Matisse in Louvre Abu Dhabi". Glammonitor. 21 October 2014. Archived from the original on 23 October 2014. Retrieved 21 October 2014.
- ↑ "The Louvre Abu Dhabi – Louvre Museum – Paris". 6 September 2017.
- ↑ "French Culture Minister heads delegation to UAE capital to seal Louvre Abu Dhabi operating framework". AME Info. 7 January 2008. Archived from the original on 30 October 2008. Retrieved 16 September 2008.
- ↑ Bardsley, Daniel (19 August 2008). "Abu Dhabi's Louvre to get Middle East art". The National. Archived from the original on 11 February 2009. Retrieved 8 September 2008.
- ↑ 6.0 6.1 "Riding, Alan". The New York Times. 7 March 2007. Retrieved 9 September 2008.
- ↑ Dlanchian, Noric (13 March 2007). "Louvre Abu Dhabi". Dilanchian Lawyers and Consultants. Archived from the original on 29 July 2008. Retrieved 8 September 2008.
- ↑ Farhat, Maymanah (27 March 2007). "The Louvre Abu Dhabi, Exploitation and the Politics of the Museum Industry". ZNet. Archived from the original on 2 December 2008. Retrieved 8 September 2008.