აბუ-დაბის გრან-პრიფორმულა ერთის გრან-პრი, რომელიც 2009 წლიდან იმართება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი წარდგენა მოხდა 2007 წელს აბუ-დაბიში გამართულ ფორმულა ერთის ფესტივალზე. პირველი რბოლა გაიმართა 2009 წლის 1 ნოემბერს კუნძულ იასზე.[1]

აბუ-დაბის გრან-პრი
იას მარინა
რბოლის ინფორმაცია
წრე 55
ტრასის სიგრძე 5.554 კმ
სარბოლო სიგრძე 305.470 კმ
რბოლების რაოდენობა 1
პირველი რბოლა 2009
ყველაზე მეტი გამარჯვება (მრბოლელები) გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი (1)
ყველაზე მეტი გამარჯვება (კონსტრუქტორები) ავსტრიის დროშა Red Bull (1)
ბოლო რბოლა (2009):
პოულ პოზიცია გაერთიანებული სამეფოს დროშა ლუის ჰამილტონი
McLaren-Mercedes
1:40.948
კვარცხლბეკი 1. გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი
Red Bull-Renault
1:34:03.414
2. ავსტრალიის დროშა მარკ უებერი
Red Bull-Renault
+ 17.857
3. გაერთიანებული სამეფოს დროშა ჯენსონ ბატონი
Brawn GP-Mercedes
+ 18.467
უსწრაფესი წრე გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი
Red Bull-Renault
1:40.279

2008 წლის 25 ივნისს ფია-მ წარადგინა 2009 წლის ფორმულის კალენდარი, სადაც ჩართული იყო აბუ-დაბის გრან-პრიც, როგორც მე-19 ფინალური გრან-პრი. მაგრამ 2008 წლის 5 ნოემბერს გამოცხადდა, რომ რბოლა გაიმართებოდა წინასწარ გამოცხადებულ თარიღზე ორი კვირით ადრე 1 ნოემბერს და ის რიგით მე-17 ფინალური გრან-პრი იქნებოდა.[2]

ეს ტრასა არის ფორმულა ერთის პირველი სადღეღამისო ტრასა, რომელზეც რბოლები იწყება ადგილობრივი დროით 17:00 სთ-ზე. ტრასაზე განათება ირთვება ჯერ კიდევ დღის სინათლეზე რათა შეუმჩნევლად მოხდეს დღის შუქიდან ღამის შუქზე გადასვლა.[3]

იას მარინას ტრასა მდებარეობს აბუ-დაბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 25.5 კმ² ფართობის მქონე კუნძულ იასზე. 2009 წელს აქ გაიმართა აბუ-დაბის გრან-პრი 2009, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო.[4]

სპონსორები

რედაქტირება

Etihad Airways არის 2009 წლის აბუ-დაბის გრან-პრის მოქმედი სპონსორი.

აბუ-დაბის გრან-პრის გამარჯვებულები

რედაქტირება
წელი მრბოლელი კონსტრუქტორი მდებარეობა ბმული
2009   სებასტიან ფეტელი Red Bull-Renault იას მარინა ბმული
2010   სებასტიან ფეტელი Red Bull-Renault იას მარინა ბმული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „იას მარინას ტრასის მშენებლობის პროცესი“. gulfnews.com. 2009-10-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-29. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
  2. „მსოფლიო მოტო-სპორტის საბჭო - გადაწყვეტილება“. fia.com. 2009-10-29. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
  3. „აბუ-დაბიში რბოლა 5 საათზე იწყება“. autosport.com. 2009-10-29. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
  4. აბუ-დაბის გრან-პრი. იას მარინა. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2009.