აბუ-დაბის საამირო

(გადამისამართდა გვერდიდან აბუ-დაბი (საამირო))

აბუ-დაბი — (არაბ. إمارة أبو ظبي) — ყველაზე დიდი საამირო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

  • დედაქალაქი — აბუ-დაბი, რომელიც, აგრეთვე, ქვეყნის დედაქალაქად ითვლება.
  • ფართობი — 67 340 კმ², მოსახლეობა — 1 548 655 ადამიანი (2008 წელი).
საამირო
აბუ-დაბი
إمارة أبو ظبي
დროშა გერბი

ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
ადმ. ცენტრი აბუ-დაბი
კოორდინატები 23°40′00″ ჩ. გ. 54°00′00″ ა. გ. / 23.66667° ჩ. გ. 54.00000° ა. გ. / 23.66667; 54.00000
მმართველი Mohammed Bin Zayed Al Nahyan
ფართობი 67 340 კმ²
მოსახლეობა 2 908 173 (2016)[1]
სიმჭიდროვე 23,00 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+4]]
სატელეფონო კოდი 00971[2]
ოფიციალური საიტი https://www.tamm.abudhabi/

გეოგრაფია

რედაქტირება

ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დუბაისა და შარჯას საამიროები, აღმოსავლეთით — ომანი, სამხრეთითა და სამხრეთ დასავლეთით — საუდის არაბეთი. ჩრდილოეთიდან აკრავს სპარსეთის ყურე, სადაც საამირო ბევრ კუნძულს ფლობს. ქალაქი ალ-აინი საამიროებში მეორეა მოსახლეობის რაოდენობით. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დაფიქსირებულია 2008 წლის ივნისში — +51,4 °С.

XVIII საუკუნეში აბუ-დაბის ტერიტორიაზე გაბატონდა იასის ტომთა კავშირის ერთ-ერთი კლანი — ალ-ბუ ფალა, რომელმაც ახალნდელი ქალაქის ადგილზე სასმელად ვარგისი წყალი აღმოაჩინა და 1795 წლიდან აქ დაკვიდრდა. XIX საუკუნეში აბუ-დაბის ტერიტორიული კონფლიქტები ჰქონდა მასკატთან, ომანთან და საუდებთან. 1892 წელს საამირო გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი. 1968 წელს სახელშეკრულებო ომანის სხვა ტერიტორიებთან ერთად შექმნა ფედერაციული სახელმწიფო — არაბთა გაერთიანებული საამიროები. ნავთობის მოპოვებამ აბუ-დაბი დუბაისთან ერთად ფედერაციის უმდიდრეს წევრად აქცია.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

აბუ-დაბის საამირო იყოფა სამ მუნიციპალურ რეგიონად:

ეკონომიკა

რედაქტირება

აბუ-დაბიში წარმოებს ქვეყნის მშპ-ს 70 %.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.scad.ae/en/pages/statistics.aspx?topicid=24
  2. https://ae.moe.gov.sa/ar/studyaboard/living/Pages/communications.aspx