არაბთა გაერთიანებული საამიროების ადმინისტრაციული დაყოფა
არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ფედერაციული მოწყობის ქვეყანა, რომელიც შედგება 7 საემიროსგან (არაბ. إمارات — იმირატი მხ. რ. — إمارة — იმარა). თითოეული ემირატი წარმოადგენს მიკროსახელმწიფოს აბსოლუტური მონარქიით. არაბთა გაერთიანებული საამიროების ადმინისტრაციულ მოწყობაში უმთავრესი მომენტია თავის ტერიტორიაზე მდებარე ნახშირწყალბადის რესურსების განკარგვის უფლება — ფაქტობრივად ნავთობრსსურსების შესაბამისად განისაზღვრება ამა თუ იმ ემირატის გავლენა ქვეყნის საერთო პოლიტიკის განსაზღვრაში. ასე მაგალითად, ემირატებიდან ყველაზე მსხვილ და მდიდარ აბუ-დაბიის ემირატში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — აბუ-დაბი და ერთდროულად აბუ-დაბის ემირი წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს. დუბაის ემირი წარმოადგენს მთავრობის ხელმძღვანელს.
N | საამირო | სახელწოდება ორიგინალში | ადმინისტრაციული ცენტრი | ფართობი კმ² | მოსახლეობა (2008) | სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე |
---|---|---|---|---|---|---|
1 | აბუ-დაბის საანირო | أبو ظبي | აბუ-დაბი | 67 340 | 1 548 655 | 23,00 |
2 | აჯმანის საამირო | عجمان | აჯმანი | 259 | 372 923 | 1439,86 |
3 | დუბაის საამირო | دبي | დუბაი | 3885 | 1 770 533 | 455,74 |
4 | რას ელ-ხაიმას საამირო | رأس الخيمة | რას ელ-ხაიმა | 1683 | 171 903 | 102,14 |
5 | უმ ელ-კაივაინის საამირო | أم القيوين | უმ ელ-კაივაინი | 777 | 69 936 | 90,01 |
6 | ელ-ფუჯაირას საამირო | الفجيرة | ელ-ფუჯაირა | 1166 | 137 940 | 118,30 |
7 | შარჯას საამირო | الشارقة | შარჯა | 2590 | 895 252 | 345,66 |
სულ | 77 700 | 4 967 142 | 63,93 |