ადგილობრივი დრო
ადგილობრივი დრო — დედამიწის ამა თუ იმ პუნქტის დრო. დამოკიდებულია ადგილის გეოგრაფიულ გრძედზე. ერთსა და იმავე მომენტში ადგილობრივი დრო მით უფრო მეტია, რაც უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს პუნქტი. იგი გრძედის ყოველ 15°-ზე 1 სთ-ით მატულობს. ორი პუნქტის ადგილობრივი დროის სხვაობა დროის ერთეულებით გამოხატულ ამ პუნქტების გეოგრაფიულ გრძედთა სხვაობას უტოლდება. მაგალითად, თბილისის ადგილობრივი დრო უსწრებს გრინვიჩის ადგილობრივი დროს 2 სთ 59 წთ, ხოლო ირკუტსკისას ჩამორჩება 3 სთ 58 წთ. ადგილობრივი დროს განსაზღვრავენ ასტრონომიული დაკვირვებათა მეშვეობით და იყენებენ ზოგიერთი ასტრონომიული ამოცანის გადასაწყვეტად. ზოგჯერ ადგილის ზოლურ დროსაც შეცდომით ადგილობრივი დროს უწოდებენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 86.