მიხეილ აბრამიშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან აბრამიშვილი, მიხეილ)
მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი (დ. 16 ივნისი, 1892, სოფ. არგვეთი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 აპრილი, 1939, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, პედაგოგი. ძირითადად ესთეტიკისა და პოეტიკის პრობლემებს იკვლევდა. ერთ-ერთ-მა პირველმა გააშუქა იოსებ გრიშაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის პოეზია (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1915, № 3, 4; 1916, № 28-31). საყურადღებო გამოკვლევა მიუძღვნა გიორგი წერეთლის შემოქმედებას (ჟურნალი „ახალი კავკასიონი“, 1925, № 1-2). მისი წიგნი „ძველი ქართული თეატრი“ (1925) ქართული თეატრის ისტორიის შედგენის პირველი ცდაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ., 3, თბ., 1968;
- აბრამიშვილი ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 33.