თეატრი და ცხოვრება
„თეატრი და ცხოვრება“ — ქართული ყოველკვირეული თეატრალურ-ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა 1910, 1914–1920, 1923–1926 თბილისში. მისი დამაარსებელი და რედაქტორ -გამომცემელი იყო იოსებ იმედაშვილი. ჟურნალში თანამშრომლობდნენ შ. დადიანი, ი. გომართლი, ს. ხუნდაძე, კ. ყიფიანი, ი. ვართაგავა, კ. მესხი, ს. სუმბათაშვილ-იუჟინი, ი. გრიშაშვილი, ვ. კოტეტიშვილი, ს. ახმეტელი და სხვა. იბეჭდებოდა ახალი პიესები, სტატიები თეატრის ისტორიისა და თეორისს საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე. რეცენზიები სპექტაკლებზე, აგრეთვე ლიტერატურული და იუმორისტული ხასიათის წერილები და კარიკატურები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქვარიანი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 628.