აბრაამ გოტლობ ვერნერი

გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი
(გადამისამართდა გვერდიდან აბრაამ გოტლიბ ვერნერი)

აბრაამ გოტლობ ვერნერი (გერმ. Abraham Gottlob Werner; დ. 25 სექტემბერი 1750, ვერაუ, ჰერლიცთან ახლოს — გ. 30 ივნისი 1817, დრეზდენი) — გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი. მის სახელთანაა დაკავშირებული მსხვილი გეოლოგიური სკოლის შექმნა.

აბრაამ გოტლობ ვერნერი
გერმ. Abraham Gottlob Werner
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1749(1749-09-25)[1] [2]
დაბ. ადგილი ოსეჩნიცა
გარდ. თარიღი 30 ივნისი, 1817(1817-06-30)[3] (67 წლის)
გარდ. ადგილი დრეზდენი[4]
მოქალაქეობა საქსონიის სამეფო
საქმიანობა გეოლოგი[3] , უნივერსიტეტის პროფესორი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი ფრაიბერგის სამთო აკადემია
ალმა-მატერი ფრაიბურგის უნივერსიტეტი, ფრაიბერგის სამთო აკადემია და ლაიფციგის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები აუგუსტ ბრაითჰაუფტი, Charles Lardy, ლეოპოლდ ბუხი, ალექსანდერ ჰუმბოლდტი და ფრიდრიხ მოოსი
ჯილდოები ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1771 წლიდან ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. 1775 წლიდან ასწავლიდა ფრაიბერგის სამთო აკადემიაში. გარეგანი იერისა და ქიმიური შემადგებლობის ნიშნით, ვერნერმა განავითარა ქანებისა და მინერალების კლასიფიკაცია. მის მიერ შექმნილი მინერალოგიის ე. წ. „ისტორიულ-საბუნებისმეტყველო“ სკოლა, მოწინავე იყო მთელ დასავლეთ ევროპაში და ხასიათდებოდა მრავალრიცხოვანი დეტალური გამოკვლევებითა და მინერალების მორფოლოგიის ფართო დახასიათებით. საბოლოოდ, აღნიშნულმა კვლევებმა და მათმა მიმართულებამ, საფუძველი მოუმზადა ვერნერის მიერ შექმნილ მინერალების კლასიფიკაციას.

რადგან წარსულში დედამიწის ქერქში შემჩნეული იყო სხვადასხვა ასაკის ფორმაციები ვერნერმა მათ ასაკის მიხედვით უწოდა: პირველეული, მეორეული, მესამეული, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა წარმოშობისას — მეოთხეული ფენები, რომლებიც მიახლოებით შეესაბამებიან ახლანდელი გაგებით პალეოზოურისწინა, პალეოზოურ, მეზო-კაინოზოურსა და მეოთხეულ ქანებს. თითოეულ ფორმაციას დამახასიათებელი პეტროგრაფიული იერი აქვს. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ პეტროგრაფია ფორმაციის შეფარდებითი ასაკის მაჩვენებელია და შეგვიძლია გამოვიყენოთ შორეული კორელაციებისათვისაც. ეს მეთოდი ისტორიული გეოლოგიის პირველი მეტად პრიმიტიული საფუძველი იყო.

ვერნერი აგრეთვე თვლიდა, რომ ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო ვერნერსა და მის მიმდევრებს „ნეპტუნისტები“ ეწოდათ.

ვერნერი ფართოდ იყენებდა XVIII საუკუნეში წარმოშობილ ტერმინს „გეოგნოზიას“ (1780). ვერნერის ერთ-ერთმა მოწაფემ ფრიდრიხ მოოსმა (1773-1839 წწ.), შემოგვთავაზა მინერალების სიმყარის ათბალიანი სკალა (მოოსის სკალა).

აღსანიშნავია, რომ ცნობილი გეოლოგი აკადემიკოსი სევერგინი, აკრიტიკებდა ვერნერის მიერ შექმნილ მინერალების ცალმხრივ კლასიფიკაციას. ეს უკანასკნელი ცდილობდა უპირველეს ყოვლისა, ქიმიური პრინციპების შემოღებას. აბრაამ გოტლობ ვერნერის ცნობილი მოწაფეები იყვნენ: ალექსანდერ ჰუმბოლდტი და ლეოპოლდ ბუხი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Шафрановский И. И., А. Г. Вернер. Знаменитый минералог и геолог, Л., 1968.