ლეოპოლდ ბუხი
ლეოპოლდ ბუხი (გერმ. Christian Leopold Freiherr von Buch; დ. 26 აპრილი, 1774, შტოლპე — გ. 4 მარტი, 1853, ბერლინი) — გერმანელი გეოლოგი.
ლეოპოლდ ბუხი | |
---|---|
გერმ. Christian Leopold Freiherr von Buch | |
დაბ. თარიღი | 26 აპრილი, 1774[1] [2] [3] [4] [5] [6] ან 25 აპრილი, 1774[7] |
დაბ. ადგილი | შტოლპე[7] |
გარდ. თარიღი | 4 მარტი, 1853[1] [4] [5] [6] [7] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი[8] [7] |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | ენტომოლოგი, გეოლოგი, პალეონტოლოგი, ვულკანოლოგი, მინერალოგი და ბოტანიკოსი |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[9] და უოლასტონის მედალი[10] |
ლეოპოლდ ბუხი სწავლობდა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტთან სამთო აკადემიაში, რომელსაც აბრაამ გოტლობ ვერნერი ედგა სათავეში. როგორც ვერნერის მოწაფე ემხრობოდა ნეპტუნიზმს, ხოლო შემდეგ ასეთი პოზიცია უარყო. დაამთავრა ფრაიბერგის სამთო აკადემია. ბერლინისა (1806) და პარიზის (1840) მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის (1832) საპატიო წევრი.
თავდაპირველად ბუხი თანამიმდევრული ნეპტუნისტი იყო, შემდეგ პლუტონისტებს მიემხრო. მან წამოაყენა კრატერების აზევების ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ყველა ამაღლება და ქედი შემოჭრილი მაგმითაა წარმოქმნილი. მთათწარმოშობის პროცესი ბუხს თითქმის წუთიერ მოვლენად მიაჩნდა, რაც კატასტროფების თეორიას შეესაბამებოდა. ბუხმა პირველმა დაასაბუთა, რომ ძველთან ერთად არსებობს ახალგაზრდა გრანიტებიც. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს პალეონტოლოგიაში, ასევე იურული ნალექების სტრატიგრაფიაში.
თხზულება
რედაქტირება- Gesammelte Schriften, Bd 1—4, В., 1867—85.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლეოპოლდ ბუხი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ლეოპოლდ ბუხი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 597.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Biographies of the Entomologists of the World — Senckenberg German Entomological Institute.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 www.accademiadellescienze.it
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #116817569 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 53.
- ↑ https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal