აბიანდა-ჩაამა

ქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აბიანდა-ჩაამა[1][2] — განედური ანტიკლინური ქედი საქართველოში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეებს გუმისთასა და კელასურს შორის. მდინარე ბესლეთის სათავეებისა და გუმისთის მარცხენა შენაკად მთისუბნისწყლის წყალგამყოფი. სიგრძე 11-12 კმ, საშუალო სიმაღლე 1100 მ (მთები: აბიანდა - 921 მ, ჩაამა - 1260 მ). აგებულია ცარცული და მესამეული კირქვებით. ქედისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმები. დაფარულია კოლხური ტიპის ფართოფოთლოვანი ტყით. ქედზე გადის ტურისტული მარშრუტი: სოხუმი - სოფ. შრომა და მთები: აბიანდა-ჩუმკუზბა-ძირხვა.

აბიანდა-ჩაამა
კოორდინატები: 43°05′52″ ჩ. გ. 41°06′14″ ა. გ. / 43.097972° ჩ. გ. 41.104000° ა. გ. / 43.097972; 41.104000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ჩაამა
სიმაღლე 1260 
სიგრძე 11-12 კმ
ამგებელი ქანები კირქვა
აბიანდა-ჩაამა — საქართველო
აბიანდა-ჩაამა
აბიანდა-ჩაამა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აბიანდა-ჩაამა

ლიტერატურა

რედაქტირება