აბესალომ ყურაშვილი

ქართველი ინჟინერი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბესალომ ყურაშვილი (დ. 16 სექტემბერი, 1927, შილდა) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.

1950-1951 წლებში მუშობდა ქალაქი ბაქოს მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. სამხედრო სამსახურში გაწვევის შემდეგ მუშობდა სარკინიგზო ობიექტების აღდგენაზე დასავლეთ უკრაინაში, კარპატებში. დემობილიზების შემდეგ, 1952-1973 წლებში მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება „თბილმეტრომშენში“. 1973-1976 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ „ინჟმშენის“ მმართველი. 1976-1978 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ უფროსი და საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე. 1978-1989 წლებში საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე. 1990 წლიდან მუშაობდა „თბილმეტრომშენში“. 1973 წელს სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ყვარლის ღვინის (ქინძმარაულის) და სკრის ხილის მიწისქვეშა საცავები, თბილისის მეტროსადგურები: „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „ავლაბარი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „სამგორი“ და „სამედიცინო ინსტიტუტი“, თბილისის აეროპორტის გზა, მნიშვნელოვანი სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტები საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში. გვირაბმშენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის პროფესორი, ამავე სპეციალობების სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1973 — სსრკ სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • 1971 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10 თბ., 1986, გვ. 664

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება