აბაახუდა
(გადამისამართდა გვერდიდან აბაახუდა (გუდაუთის მუნიციპალიტეტი))
აბაახუდა[1][2] (აფხ. Абаахәда) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემი). ზღვის დონიდან 150 მ, შავი ზღვიდან 4 კმ, გუდაუთიდან 24 კმ., ანუხვიდან 4 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირება1949 წლიდან მოექცა ზემო ანუხვის სასოფლო საბჭოში, მანამდე არ იხსენიება. მისი ამჟამინდელი სახელია აბაახუდა (Абаахəда//Қəчуқə Стампул). მას ასევე ქუჩუკ სტამპულსაც (თურქ. „პატარა სტამბული“) ეძახიან. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეთამბაქოეობის მეურნეობა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწერა[3] | 70 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 55, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1989. აფხაზეთის ასსრ